ფლორიდის შტატში ინგლისური ენის პედაგოგს 17 წლის მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
როგორ Dayly Mail იუწყება, 30 წლის ჯენიფერ ფიქტერი ლეიქლენდის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა და მას ბრალად ედება 3 არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან სექსით კავდებოდა ფიქტერის სახლში, მის პიკაპში, დამატებით გაკვეთილებზე და თავად მოსწავლეების საცხოვრებელ სახლებშიც. სექსუალური კავშირის ფაქტი სულ 37 – ჯერ დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მოსწავლისგან ფიქტერი ბავშვსაც ელოდებოდა, თუმცა მან ორსულობა შეიწყვიტა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ინგლისური ენის პედაგოგი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი მოსწავლის დედამ შვილის ტელეფონში მასწავლებლის სასიყვარულო მესიჯები იპოვა.
როგორც Dayly Mail წერს, მოსამართლემ მასწავლებელს ,,მტაცებელი” უწოდა და პატომრობაში ყოფნის პერიოდში ცხოვრებაზე შეხედულებების გადაფასებისკენ მოუწოდა.
როგორც ირკვევა, ფლორიდაში ასეთი ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. 2005 წელს ფლორიდაში ლიტერატურის მასწავლებელი დააკავეს, რომელსაც 14 წლის მოზარდის გარყვნა ედებოდა ბრალად. სასამართლომ მას სამწლიანი შინაპატიმრობა და შვიდწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ამასთან მას სპეციალური ნებართვის გარეშე არასწრულწლოვნებთან ურთიერთობა აეკრძალა და საზოგადოებრივი მუშაობის 200-საათინი პერიოდი დაუწესდა.