საზაფხულო არდადგები როგორც იქნა მოახლოვდა და წიგნის წასაკითხად, ალბათ, უფრო მეტი დრო გამოგიჩნდებოდათ. თუ არ იცით რა წიგნი წაიკითხოთ ამ ზაფხულს, ჩვენ გთავაზობთ The Guardian-ის მიერ შექმნილ ათეულს, რომელშიც ყველაზე ჩახლართული სიყვარულის ისტორიების შესახებ წიგნებია შესული.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
„ჩვენ არ ვპოულობთ სიყვარულს, იგი თავად გვპოულობს ჩვენ“, – ნათქვამია გრემ სიმსონის ერთ-ერთ ნოველაში. რომანტიკულია, სიყვარული ბედისწერას უფრო მივაწეროთ, ვიდრე ძალისხმევას. თუმცა, მტკიცე სიყვარული ალბათ, უფრო თავად უნდა შევქმნათ, ვიდრე აღმოვაჩინოთ. ყველაზე გამამხნევებელი, საინტერესო და კომედიური ისტორიები ხომ იქმნება სწორედ ჩვენი მცდელობიდან, ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ეს გრძნობა რთულ სიტუაციებში.
თუ გიყვართ ჩახლართული სიყვარულის ისტორიების კითხვა, მაშინ ეს ათეული ნამდვილად დაგაინტერესებთ. ასე რომ გაეცანით ჩამონათვალს და გადაწყვიტეთ რომელს წაიკითხავთ ამ ზაფხულს:
- ჰელენ ფილდინგის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“
წიგნის მთავარი გმირი, ბრიჯიტ ჯონსი არ იტანჯება ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებებისაგან. მის ირგვლივ არც ომია გაჩაღებული და არც რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება ეღობება წინ. ეს ყოველივე კი უკვე თავად წარმოადგენს დაბრკოლებას. ალბათ, ყველას გაუგია ამ წიგნის შესახებ, მაგრამ კაცები მას ყველაზე ნაკლებად კითხულობენ. არადა უნდა წაიკითხონ, რადგან ეს სახალისო ენით გადმოცემული მშვენიერი ისტორიაა.
- ჯონ ფაულსის „დანიელ მარტინი“
მთავარი გმირი სცენარისტი და მწერალია. ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელსაც გარემოებებმა ხელი შეუშალა, თუმცა საბოლოოდ განადგურება ვერ შეძლო. დანიელს უყვარს თავისი მეგობრის ცოლი, რომელიც ასევე დანიელის ყოფილი ცოლის და არის. მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, მას ჯეინი ახლო აღმოსავლეთში დარდის გასაქარვებლად სამოგზაუროდ მიჰყავს. ეს ნაწარმოები წაკითხვისას მორალური დილემის წინაშე დაგაყენებთ.
- გაბრიელ გარსია მარკესის „სიყვარული ქოლერის დროს“
წიგნი ფლორენტინოსა და ფერმინას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთმანეთი ახალგაზრდობაში უყვარდებათ, თუმცა ფერმინას მამა და შემდგომ უკვე ფერმინაც ეწინააღმდეგებიან ამ გრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა გათხოვდება ფლორენტინო მას ელოდება და ელოდებ, სიბერეშიც კი.
- ტონი ჯორდანის „გაზრდა“
ეს არის პირველ პირში მოთხრობილი ისტორია ქალის შესახებ, რომელიც შეპყრობილია ყველაფრის თვლის მანიით. გრეისს სჯერა, რომ მისი განსხვავებული და უცნაური ფსიქიკური სამყარო მუდამ ხელს უშლის მის ურთიერთობებს. თუმცა მალე მის ცხოვრებაში გამოჩნდება შეიმუსი, რომელიც მას ისეთს იღებს, როგორიც არის. მიუხედავად ამისა შეიმუსი მას შემდგომ წამლების მიღებას თხოვს. ამ ნაწარმოებში რთული და მტკივნეული მომენტებიც კი იუმორისტულადაა გადმოცემული.
- მეთიუ ქუიქის „წარმატებები ახლავე“
მეთიუ ქუიქი მარგინალიზმშია დაოსტატებული. ქუიქის ამ ნაწარმოების მთავარი გმირი ბართოლომეოა, რომელსაც სკოლაში ჩამორჩენილს ეძახდნენ. იგი 38 წელი დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ბართოლომეო მღვდელთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს. სწორედ ამის შემდეგ იწყება უცნაური და საინტერესო ამბები ბართოლომეოს ცხოვრებაში.
- მეთიუ ქუიქის „პიესების ვერცხლისფერი კრებული“
ეს ქუიქის ყველაზე ცნობილი ნოველაა, რომელზეც იმავე სახელწოდების ფილმიცაა გადაღებული. ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდაზე სახელად პატი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის დაძლევას ცდილობს, რათა ცოლთან დაბრუნება შეძლოს. თუმცა მალე პატი გაიცნობს ტიფანის, რომელთანაც ბევრ საერთოს გამონახავს. ეს არის ამაღელვებელი და სასაცილო ისტორიაა, რომელიც აიძულებს არა მარტო მთავარ გმირს, არამედ ჩვენც შევხედოთ ჩვეულებრივ სიტუაციებს სხვა მხრიდან
- ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“
მიუღებელი და რთული სიყვარულის ისტორია ფილმადაც იქცა. ეს იმედისგამაცრუებელი სიყვარულის ისტორიაა, რომლის მიხედვითაც ტორუს მეგობარი, 19 წლის კიზუკი თავს მოიკლავს. ტორუ კი მის შეყვარებულს უახლოვდება, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწვება სულიერი ტკივილისგან გასათავისუფლებლად.
- ჯოჯო მოისის „მე შენამდე“
ეს არის მოისის მიერ შექმნილი რეალისტური, ჭკვიანური და მგრძნობიარე ისტორია, რომელსაც იუმორისტული რელიეფის ზომიერი დონეც არ აკლია. ნაწარმოების მოგვითხრობს ისტორიას ლუისასა და უილის შესახებ, რომელშიც ლუისას დაიქირავებენ, რათა მოუაროს პარალიზებულ და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული უილს.
- ენდრიუ დევიდსონის „გორგულია“
ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირს საშინლად დაამახინჯებს ავტოავარიის შედეგად მიღებული დამწვრობები. მარიანა კი მოქანდაკეა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და რომელიც ამ კაცის მოვლას დაიწყებს. მთავარი გმირები წარსულშიც შეხვედრილან ერთმანეთს, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მარიანამ იცის. მარიანას ერთგულების ამბავი ნამდვილად ზებუნებრივია, როგორი მოტივაცია და მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს მას.
- ლორი ფრენკელის „ნახვამდის“
მერედიტის ბებიის გარდაცვალების შემდეგ, სემი შექმნის მის სკაიპ ვერსიას. ამის შემდეგ, მერედიტი და სემი დაიწყებენ ბიზნესს, რომელიც გარდაცვლილთა „გაცოცხლებას“ გულისხმობს ამ გზით. სიუჟეტი ნაწილობრივ, პროგნოზირებადია, თუმცა, კითხვის დასრულების შემდეგ მაინც გრჩებათ რაღაც, რაზე დაფიქრებაც ნამდვილად ღირს.
წყარო: theguardian.com