პირველი smile (სიცილაკი)

საინტერესო ფაქტები

ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიცილაკებმა მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში მასობრივი პოპულარობა მოიპოვა. სიცილაკები ფართოდ გამოიყენება ფორუმებში, პირად თუ საჯარო წერილებში, ბოლო დროს კი, მათი გამოყენება საინფორმაციო სტატიებშიც დაიწყეს. სიცილაკები ყველგან არიან, იმდენად ყველგან, რომ ინტერნეტ სივრცეში მათგან თავის დაღწევა, – შეუძლებელია. 

როგორ შეიქმნა smile (სიცილაკი) ?

ეპოქაში, სადაც ადამიანებს კომუნიკაციის დასამყარებლად პუნქტუაციის კარგად ცოდნა, ბევრი სიმბოლოსა თუ სათანადო შემოკლებული კოდების გამოყენება უხდებოდა, რთული იყო ემოციების ტექსტით გადმოცემა. სწორედ ამიტომ, 1950-1900 წლებიდან, ბეჭდურ გამოცემებში მომუშავე ადამიანებმა ტექსტებისა და სიტყვათა შეთანხმებების შემოკლებაზე ფიქრი დაიწყეს. 

scott-fahlmanმიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, ზუსტად, როდის და ვინ შექმნა პირველი სიცილაკებიანი ტექსტი, მაინც, მიიჩნევა, რომ ერთ-ერთმა პირველმა, სიცილაკი სკოტ ფელმენმა (Scott E. Fahlman) 1982 წელს გამოიყენა.

1982 წლის 19 სექტემბრის დილას, სკოტ ფელმენმა, აშშ-ის კარნეგ მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევარმა პროფესორმა, წერილით პირველი smiley face და frowning face გააგზავნა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

გაგზავნილ წერილში მხიარულ ტექსტებთან სიცილაკი ასე გამოიყურებოდა, – 🙂  – ხოლო, არასახუმარო ტექსტებთან, ასე – 🙁 .

გთავაზობთ, პროფესორ სკოტის მიერ გაგზავნილი ტექსტის ორიგინალს:
<19-Sep-82 11:44    Scott E  Fahlman             :)
From: Scott E Fahlman <Fahlman at Cmu-20c>

I propose that the following character sequence for joke markers:

:-)

Read it sideways. Actually, it is probably more economical to mark
things that are NOT jokes - given current trends. For this, use

:-(

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები