ფიზიკის სტუდენტები ორინეტირებულნი არიან მომავალზე, ასე რომ, ბუნებით იპტომისტები არიან, ეკონომიკის სტუდენტები კი ხშირად საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, სწორედ ამიტომაა მათი სამყარო შედარებით „სევდიანი“.
მეცნიერება, ასწავლის მომავლის ხედვას, გადაწყვეტილებების მიღებას და კონკრეტულ სიტუაციებთან მუშაობას. ამ მეცნიერების სტუდენტები ცნობისმოყვარენი არიან.
გერმანიის მაგალითებით, უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, ცხდდებამ რომ ფიზიკის სტუდენტები ორიენტირებულნი არიან მეცნიერების პრობლემების გადაწყვეტაზე, ხოლო ეკონომიკის სტუდენტები კონცენტრაციას აკეთებენ შეცდომებზე, რომლებიც განხორციელებულია წარსულში ეკონომისტების მიერ. ზოგადად კი, ფიზიკის სტუდენტები დიდ ყურადღებას უთმობენ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. გარდა ამისა, ისინი ოპტიმისტები არიან საკუთარი მომავლის მიმართაც. თუ სხვა სფეროს სტუდენტებს სჭირდებათ გარკვეული პრაქტიკული თუ სამუშაო გამოცდილება სამსახურის საპოვნელად, ფიზიკის სტუდენტებს ამის საჭიროება არ გააჩნიათ ,რადგან ისინი დაკავებულნი არიან საკუთარი კვლევებით და არც კი ფიქრობენ, არის თუ არა სამუშაო ადგილები. მათ უყვართ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა მეცნიერულ მიღწევასა და პრობლემაზე. ისინი, აგრეთვე, ფიქრობენ, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სხვა საგნებს, უფრო მეტად აღიქვამენ გარემოს და უფრო მეტად რეალისტები არიან.
შესაძლებელია, ფიზიკის სტუდენტების ოპტიმიზმი ზედმეტად გულუბრყვილობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ამ თვისებას თავიანთ სასიკეთოდ წარმოაჩენენ.
თარგმნა ანი კიკალეიშვილმა