თბილისის ზოოპარკის ბინადარი უსურიის ვეფხვი, ულამაზესი სალიმა დედა გახდა! 3 ჯანმრთელი ბოკვერი მოავლინა ქვეყანას და დიდი სიყვარულით ევლება თავს პაწაწუნებს. დედაც და ბოკვრებიც კარგად გრძნობენ თავს. პატარები საკმაოდ აქტიურები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ძუძუს.
უსურიის ანუ ამურის ვეფხვი (Panthera tigris altaica) ვეფხვის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ქვესახეობაა. მისი საცხოვრებელი არეალი შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს. სხვა ქვესახეობებთან შედარებით ამურის ვეფხვი ყველაზე დიდია. მისი შეფერილობა უფრო ღიაა, ბალანი კი – სქელი. უსურიის ვეფხვი საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი.