თსუ-ის სტუდენტების ნაწილმა რექტორის გადადგომა მოითხოვა

სტუდენტური პრობლემები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების იმ ნაწილმა, რომელიც სწავლის დასწრებით რეჟიმში დაწყებას აპროტესტებს და გამოცდების ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებას ითხოვს, საკუთარ მოთხოვნებს უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადაყენება და რექტორის არჩევის წესის ცვლილება დაამატა.

თსუ-ის აკადემიური საბჭო ფინალური გამოცდების დასწრებულ ფორმატში ჩატარებას სამართლიანად მიიჩნევს

სტუდენტები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნის წაყენება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ გიორგი შარვაშიძე მათ სხვა მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს პრობლემური სტუდენტების დასახმარებლად. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ სტუდენტების მოთხოვნით სასწავლო ფორმატი გადავიდა ჰიბრიდულზე, ადგილები დაემატა საერთო საცხოვრებლებს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სტუდენტების მოთხოვნა ჰიბრიდული ან ონლაინ გამოცდების ჩატარების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება, რადგან იგი არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სტუდენტებს. გამოცდების პრობლემის მოსაგვარებლად, საგამოცდო ცენტრები თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში, ქუთაისში და ახალციხეში გაიხსნა.

მიუხედავად ამისა, სტუდენტები მაინც განაგრძობენ საპროტესტო აქციებს და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის არცერთი გადაწყვეტილება რეალურად ვერ ეხმარება პრობლემურ სტუდენტებს.

რექტორის გადაყენებისა, ახალი რექტორის არჩევის წესის ცვლილების გარდა, თსუ-ის სტუდენტების ნაწილი ითხოვს, რომ სახელმწიფომ ააშენოს ღირსეული საერთო საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ ან ჰიბრიდული ფორმატით, უნივერსიტეტმა პრიორიტეტული გახადოს სტუდენტი.

ასევე იხილეთ:

პროტესტს უფრო მასშტაბური სახე ექნება“ – როგორ ასრულებს თსუ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას

რას პასუხობს თსუ სტუდენტებსრომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები