ლაგოდეხელი ახალგაზრდების პროექტების მხარდაჭერისთვის დაფინანსება 50 000 ლარი იქნება – დეტალები

სტუდZona

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლაგოდეხელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, ახალგაზრდული პროექტებისა და კონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრა, რომელიც არაუმეტეს – 50 000 ლარი იქნება. ამის შესახებ დღეს, 26 აპრილს გამოქვეყნებულ, დადგენილება N:6-ში ვკითხულობთ.

დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსებისა და თანადაფინანსების მოპოვებას შეძლებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირები.

დაფინანსების მოსაპოვებლად მათ ლაგოდეხის მერიაში უნდა წარადგინონ ისეთი საპროექტო განაცხადი, რომლის შინაარსიც უპასუხებს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტურულ ან/და ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობასა და განვითარებას. ასევე, დაფინსების მოპოვების მსურველმა განაცხადს უნდა დაურთოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და მოითხოვოს მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიმართულებებით დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე, საუკეთესო მონაწილეების ან საუკეთესო ნამუშევრის ავტორების დასაჯილდოვებლად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები