რჩევები ეფექტური საბაკალავრო ნაშრომის შესაქმნელად 

სასარგებლო რჩევები

როგორც წესი, საბაკალავრო/სადიპლომო ნაშრომის დაწერა არ არის მარტივი ამბავი და ბევრ სირთულეს უკავშირდება. ამ პერიოდში სტუდენტების უმრავლესობა დაბნეულია და ყველაზე ხშირად რეალური წყაროების მოძიება უჭირთ. გარდა ამისა, აკადემიური წერის სწავლებას საუნივერსიტეტო დონეზე მნიშვნელოვანი ყურადღება არ ექცევა, შესაბამისდ, რთულია აკადემიური სტილისტიკის შენარჩუნება და მისი დაცვა. სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევებს საბაკალავრო ნაშრომის შესახებ, STUDINFO.GE გიზიარებთ.

უპირველესად,სადიპლომო ნაშრომით სტუდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია არჩეულ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის, სტატიებისა და წიგნების კრიტიკული თუ ანალიტიკური დამუშავება, წაკითხულის გააზრება და გადმოცემა, სხვადასხვა თვალსაზრისის შეჯერება და მიმოხილვა იმ დონეზე, რომ ინტერესი გამოიწვიოს კომისიის წინაშე, მისასალმებელი იქნება ნოვატორული ხედვების თამამად წარმოჩენა, რაც, რა თქმა უნდა, გამყარებული უნდა იყოს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, პრაქტიკული მაგალითების დამატებით.

მართლია, თითოეულ სტუდენტს ჰყავს ხელმღვანელი, რომელიც მითითებებს გასცემს თემის საკითხებთან, სტილისტიკასთან თუ სხვა ნიუანსთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე არსებობს სხვადასხვა დამხარე კრებულები, აკადემიური მუშაობის საფუძვლები, იგივე  პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რომლებიც ბევრად მარტივს ხდიან საბაკალავროზე მუშაობის პროცესს და რომლის არსებობაც სტუდენტების უმრავლესობამ არ  იცის.

თავდაპირველად, სტუდენტმა უნდა განსაზღვროს საკვლევი პრობლემის წარმოდგენა და აღწერა;

  • კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა;
  • კვლევის მიზანი;
  • კვლევის წარმართვა და ნაშრომის აგებულება;
  • წყაროების მოძიება;
  • არგუმენტირება;
  • ციტირება, პარაფრაზირება და რეზიუმირება;
  • წყაროების გამოყენება და დამოწმება და ა.შ

ამასთანავე,ბევრ უხერხულობას აირიდებთ თავიდან თუ კი Plagiarism Checker–ს გამოიყენებთ. მოცემული ონლაინ პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ გადაამოწმოთ ნაშრომი. პლაგიატით გაჯერებული წინადადებების გაქრობა კი იქამდე შეგეძლებათ, სანამ ნაშრომი ხელმძღვანელის ხელში გაივლის კორექტირებას. როგორც წესი, ქართველი სტუდენტები თავს იკავებენ ნაშრომში ფოტოების დამატებისგან, რაც ნამდვილად არ არის აკრძალული. ევროპის უნივერსიტეტებში აქტიურად იყენებენ Canva-ს. Canva დიზაინის პლატფორმაა, ძალიან მარტივი გამოსაყენებელი და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პროფესიონალური შედეგები, მაშინაც კი, თუ დიდი გამოცდილება არ გაქვთ. მისი მეშვეობით შეგეძლებათ ნაშრომი უფრო მრავალფეროვანი, განხვავებული და ნოვატორული გახადოთ.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები