ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU) სამეცნიერო კვლევით კლუბში ახალი წევრების მიღებას იწყებს

საინტერესო ფაქტები

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება (YSU) იწყებს ახალი წევრების მიღებას სამეცნიერო კვლევით კლუბ “ვიტალისში”.

“თუ ხარ მოტივირებული, გაქვს საინტერესო და ინოვატორული იდეები შენი ადგილი #YSU-შია”

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება დაარსდა საქართველოს მედიკოს სტუდენტთა მიერ და მალევე დაიმკვიდრა თავი სამეცნიერო საზოგადოებაში. განახორციელა არაერთი კონფერენცია, საჯარო ლექცია, საქველმოქმედო პროექტი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

გაერთიანების მიზანია მომავალი თაობის დაინტერესება სამეცნიერო საქმიანობით და მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მისიაა:

  • ხალგაზრდების მიერ საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა.
  • ახალგაზრდების ზოგადი, პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და საზოგადოების ინტელექტუალური, მორალური და კულტურულ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: ysu.ge (info@ysu.org.ge, ysuorg@gmail.com, vitalisssrc@gmail.com).

სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი “ვიტალისი” გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები