ზაალ კოკაია შვედეთში 1992 წლიდან მუშაობს და თავის ტვინის პათოლოგიებს იკვლევს. ის ლუნდის უნივერსიტეტში ღეროვანი უჯრედების ცენტრის ხელმძღვანელია. კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერკლასებს ევროპაში. ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მასშტაბურ პროექტებს ხელმძღვანელობს. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის უფროსი. ის 155-ზე მეტი ნაშრომის ავტორია.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მედიცინის სფეროში მისი კვლევები დაზიანებული ტვინის რეგენერაციის პროცესს ეძღვნება და გამოქვეყნებულია საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალებში. თავის ტვინის პათოლოგიების კვლევებით, კერძოდ ეპილეფსიის დარგში მიღწეული შედეგებით, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერად არის აღიარებული.
წყარო: Speech • სფიჩი