OmniVision OV6948-ასე ჰქვია გინესის რეკორდსმენ კამერას, რომლის ზომაც 0.575 x 0.575 x 0.232 მილიმეტრია და ეს, დაახლოებით, ქვიშის მარცვლის სიდიდეა. კამერის სენსორს 40 000 პიქსელის მქონე, ფერადი ფოტოების გადაღება და მათი სპეციალურ ჩიპზე RGB Bayer შენახვა შეუძლია.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
კამერა ადამიანის სხეულში სამოგზაუროდ შეიქმნა, ანუ სამედიცინო მიზნებისთვის. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ორგანოზე ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, კამერა ასრულებს დამხმარე თვალის როლს და აძლევს საშუალებას ქირურგებს, შიგნიდან დაათვალიერონ ადამიანის ორგანიზმის ესა თუ ის ნაწილი. თუ ადრე ეს სისხლძარღვების, ან საყლაპავი მილის მეშვეობით ხდებოდა და ამისთვის ექიმები გაცილებით დიდი ზომის სპეციალურ კამერებს იყენებდნენ, OmniVision ადრე მიუვალი ადგილების დაკვირვების საშუალებასაც იძლევა. მისი გამოყენება კი შეიძლება ოფთალმოლოგიაში, ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში, ხერხემლის ოპერაციებისას, უროლოგიაში და ა.შ.
კამერის შემქმნელი კალიფორნიაში მოღვაწე კომპანია OmniVision Technologies Inc-ია. კამერის სენსორს 30fps გადაღება შეუძლია, ასევე გვთავაზობს 120 გრადუსიან სუპერფართე კუთხეს, ანუ დაახლოებით იმას, რასაც 14 მილიმეტრიანი დიდი კამერები გვთავაზობენ.
წყარო: marketer.ge