რომელია მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი და სუსტი პასპორტები?

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პასპორტების 2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილს ორი აზიური ქვეყანა იყოფს. იაპონიამ და სინგაპურმა მოგზაურობისთვის ყველაზე მოსახერხებელი პასპორტების წოდება შეინარჩუნეს. ასეთია Henley & Partners-ის ინდექსის ახალი ანგარიში, რომლის შესახებაც ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

სინგაპურისა და იაპონიის პასპორტით მოგზაურობა მსოფლიოს 190 ქვეყანაშია შესაძლებელი. მეორე ადგილზე არიან სამხრეთ კორეა, გერმანია და ფინეთი. ამ ქვეყნებიდან რომელიმე პასპორტის მქონე ადამიანს მოგზაურობა წინასწარი ვიზის გარეშე 188 ქვეყანაში შეუძლია.

ინდექსში მესამე ადგილზე არიან ევროპის ქვეყნები – დანია, იტალია და ლუქსემბურგი – 187 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით. მეოთხე ადგილს იკავებენ საფრანგეთი, ესპანეთი და შვედეთი 186 ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობით.

5 წლის წინ, 2014 წელს რეიტინგის სათავეებში იყვნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, თუმცა დღეს უკვე მათ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.

სამაგიეროდ რეიტინგში დაწინაურებას განაგრძობს არაბთა გაერთიანებული საამიროები და ახალი ინდექსის მიხედვით მე-15 ადგილზეა.

რეიტინგში საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზეა – ქართული პასპორტით 114 ქვეყანაში მოგზაურობაა უვიზოდ შესაძლებელი.

2019 წლის საუკეთესო პასპორტების 10-ეული ასე გამოიყურება:

1. იაპონია, სინგაპური (190 ქვეყანაში მოგზაურობა)

2. ფინეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა (188)

3. დანია, იტალია ლუქსემბურგი (187)

4. საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი (186)

5. ავსტრია, ნიდერლანდები, პორტუგალია (185)

6. ბელგია, კანადა, საბერძნეთი, ირლანდია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვეიცარია (184)

7. მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა (183)

8. ახალი ზელანდია (182)

9. ავსტრალია, ლიეტუვა, სლოვაკეთი (181)

10. უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, სლოვენია (180)

2019 წლის ყველაზე ცუდი პასპორტების 10-ეული კი ასეთია:

100. ლიბანი, ჩრდილოეთ კორეა (39)

101. ნეპალი (38)

102. ლიბია, პალესტინა, სუდანი (37)

103. იემენი (33)

104. სომალი, პაკისტანი (31)

105. სირია (29)

106. ერაყი (27)

107. ავღანეთი (25)

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები