ინსტაგრამი ფოტოებზე მოწონებების რაოდენობას აღარ აჩვენებს

საინტერესო ფაქტები

ბევრი მეცნიერული ნაშრომი არსებობს, მაგრამ მათი წაკითხვის გარეშეც აშკარაა, თუ როგორი უარყოფითი გავლენა აქვს სოციალურ მედიას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ინსტაგრამს – მოზარდებზე.
სწორედ ამიტომ, ინსტაგრამი გეგმავს, ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოწონებების რაოდენობა აღარ აჩვენოს.

☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

BBC-ის ცნობით, ამ პრინციპით, ინსტაგრამი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს კანადაში. კანადას მალე დაემატება ავსტრია, იაპონია, ახალი ზელანდია, ირლანდია, იტალია და ბრაზილია.

“სატესტო ცვლილების მიზანია, ვნახოთ რამდენად შემცირდება ფოკუსირება მოწონებების დაგროვებაზე. გვინდა რომ ადამიანებმა სოციალურ ქსელში ისეთი ისტორიები და პოსტები დადონ რაც რეალურად მოწონთ და არა იმ მიზნით თუ რამდენ მოიწონებას დააგროვებს პოსტი”, – ამბობენ ინსტაგრამში.

აღნიშნული ცვლილება არ შეეხება ბიზნესექაუნთებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები