ბანკმა HSBC Holdings ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სიის ლიდერი შვეიცარია გახდა, რომელიც 7 პოზიციით დაწინაურდა. ამის მიზეზი კი მაღალი ხელფასი, სტაბილური ეკონომიკა და ბავშვებისთვის კარგი პერსპექტივებია. გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ მათი ცხოვრება გაუმჯობესდა.
მეორე ადგილზეა სინგაპური, მესამე ადგილს კი კანადა იკავებს. ათეულში ასევე მოხვდნენ ესპანეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი