ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს საუნივერსიტეტო ვალის გადახდაში დაეხმარება

საინტერესო ფაქტები

ამერიკელი მილიარდერი რობერტ სმიტი კოლეჯის ბოლო კურსის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მათ მოულოდნელად საუნივერსიტეტო ვალის გადახდას დაჰპირდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ბიზნესმენი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ვაჟთა კოლეჯს ეწვია. სმიტის თმით, ის გახსნის ფონდს, რომელიც ისტორიულად აფროამერიკული კოლეჯის სტუდენტებს ვალს გადაუხდის.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება 396 ბოლოკურსელის ვალის გადახდას. სავარაუდოდ, მილიარდელს რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები