დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ინტერნეტმომხმარებლების ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს.
სპეციალისტების თქმით, 123456 უკვე 5 წელია, რაც ყველაზე არასასურველი პაროლების რეიტინგში ლიდერობს.
წყარო: imedinews.ge