22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება (ვიდეო)

ვიდეო

მსოფლიო დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღეს აღნიშნავს. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს, დღესდღეობით კი მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

მართალია ამ დღეს მთელს მსოფლიოში დასუფთავების ან გამწვანების აქციებით, საინფორმაციო შეხვედრებით თუ სხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბალანსი ბუნებასა და ადამიანს შორის დარღევეულია. ადამიანები არ უფრთხილდებიან სამყაროს, მერე კი გვიკვირს როცა წყლიდან მკვრადი ვეშაპი ამოყავთ, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაიღუპა რომ მუცელში ტონობით პლასტიკის პარკი ჰქონდა დაგროვილი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ასევე უამრავი მშენებლობებისთვის იჩეხება ტყეები, შედეგად გვაქვს გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი და განადგურების პირას მყოფი ფლორა და ფაუნა. ხელუხლებელი ბუნება სადაც ადამიანს ჯერ არ მიუღწევია, ძალიან მცირე დოზითაა ჩვენს სამყაროში. შესაბამისად ნადგურდება და გადაშენების პირასაა ცხოველებისა თუ ფრინველების სახეობები. 2019 წლის დედამიწის დღის დევიზიც, სწორედ ამ სახეობების გადარჩენას ეძღვნება.

რაც მთავარია, ბუნების დაზიანება, პირდაპირ პროპორციულად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე, რადგან ბუნების ძალა ადამიანისას ბევრად აღემატება. აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეს დედამიწას და გადავარჩინოთ ის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები