ქეით ბაუმანი, კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, რომელმაც თავის პატარა ჯგუფთან ერთად შავ ხვრელს პირველად გადაუღო ნამდვილი ფოტო.
სწორედ 29 წლის კეტი ბაუმანმა შეიმუშავა ალგორითმი, რითაც შავი ხვრელის სრული ფოტო შეადგინა. გამოსახულების მისაღებად დამუშავებულმა ალგორითმმა, ათასობით მყარი დისკი გაავსო.
ბაუმანმა შავი ხვრელის პირველი ნამდვილი ფოტოს ჩატვირთვის დროს სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ არ სჯერა იმის, რაც მის თავს ხდება.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მკვლევრები შავ ხვრელს 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა.
იმისთვის, რომ შავი ხვრელის გამოსახულება მიეღოთ, სპეციალისტებმა დედამიწის 8 წერტილიდან დაახლოებით ათი რადიოტელესკოპის Horizon Telescope-ის ქსელი შექმნეს, რომლებიც დასინქრონებული იყვნენ ყველაზე ზუსტი ატომური საათებით და პირდაპირ იყვნენ მიმართული ირმის ნახტომის ცენტრისკენ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ აქ არის ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც მზეს მასით 4 მილიონჯერ აღემატება. მას მშვილდოსანი A* ეწოდება და ირმის ნახტომის ბრუნვის ორბიტის კვების წყაროა.
შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.
შავი ხვრელი დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილით არის დაშორებული.