სუპერგმირებზე შექმნილი მითები, რომლებსაც ფილმები გვაჯერებს

მხიარული ინფო

თანამედროვე ფილმებსა და სერიალებში ხშირად გვხვდება ისეთი მომენტები, რომლებიც ერთი შეხედვით დაუჯერებელია, თუმცა რეჟისორისა და ტექნიკური ჯგუფის ოსტატობით ყველაფერი დამაჯერებელი ხდება. ამ ფაქტს ხშირად აკრიტიკებენ ქიმიკოსები, მედიკოსები, ბალისტიკოსები და ა.შ., რადგან მათ კარგად იციან იმ მოვლენების ავ-კარგი, რომლებსაც კინოში, განსაკუთრებით ბლოკბასტერებში გვიჩვენებენ. გთავაზობთ მითებს ადამიანის სუპერ შესაძლებლობებზე, რომლებიც კინომ დაგვაჯერა.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

კინოში – ადამიანის მინარცხებისას მარტივად იმტვრევა სკამი, მაგიდა, კარადა და ა.შ.

რეალობაში – თუ ადამიანმა მოახერხა მაგიდის, კარადის ან სხვა მყარი ნივთის ზურგით დამტვრევა ე.ი. მის ხერხემალს სერიოზული პრობლემა შეექმნება.

კინოში – თავში მძიმე ნივთის ჩარტყმის შედეგად ადამიანი გონს რამდენიმე წამში მოდის.

რეალობაში – მძიმე ნივთის ჩარტყმის შედეგად ადამიანს ნაბიჯის გადადგმა უჭირს, აწუხებს თავბრუსხვევა, სისუსტე და სხვა სიმპტომები, რაც შესაძლოა ტვინის შერყევას უკავშირდებოდეს.

კინოში – შორიდან სწრაფად მოძრავ ადამიანს შეუძლია მინის ჩამსხვრევა.

რეალობაში – როგორც წესი მინა მყარი მასალითაა დამზადებული და მისი ჩამტვრევა ადვილი არაა. ფილმებში შაქარყინულის მინებს იყენებენ, რომლის ნამსხვრევებიც საზიანო არაა. ნამდვილი ნამსხვრევებით კი ადამიანი შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.

კინოში – ადამიანის სხეულის ფარად გამოყენება ტყვიისგან თავის ასარიდებლად.

რეალობაში – არსებობს ტყვიები, რომლებსაც ადამიანის სხეულში გავლა და უკან მდგომის დაზიანება შეუძლია. თავის დასაცავად შეგიძლიათ კედელი ან რკინის ტაფა გამოიყენოთ.

კინოში – ჯავშანჟილეტი გმირს საიმედოდ იცავს ტყვიისგან.

რეალობაში – ჯავშანჟილეტი ძირითადად პისტოლეტით ნასროლ ტყვიას უმკლავდება და არა ავტომატისას. იგი ვერ დაგიცავთ მოყენებული ტრავმებისგან – დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა, მოტეხილობა და სხვ.

კინოში – გმირს სიმაღლიდან გადმოხტომისას სანაგვეში/თივაში ჩავარდნისას არაფერი მოსდის.

რეალობაში – ჯერ ერთი, სიმაღლიდან გადმოხტომისას დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ სასურველ რბილ მასაზე ვერ მოხვდეთ და გვერდით დაეცეთ. მეორეც, ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ 12-13 მეტრიდანაც რომ გადმოხტეთ სხეულზე გარკვეულ დაზიანებას მაინც მიიღებთ.

კინოში – ადამიანს თუ თხევად აზოტს შევასხამთ ყინულის ნატეხებად დაიშლება.

რეალობაში – თხევად აზოტი კანთან შეხებისას იყინება, თუმცა ადამიანის ყინულის ლოდად ქცევა არ შეუძლია. აზოტს ეს თვისება არც ლითონებთან ურთიერთქმედებისას აქვს.

კინოში – წყალქვეშ ადამიანის მოკვლა/დაჭრა ადვილია.

რეალობაში – წყლის სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 800-ჯერ მეტია, რაც იმას ნიშნავს რომ წყალში ნებისმიერი საგანი შედარებით ნელა მოძრაობს. გარდა ამისა, წყალში ნასროლი ტყვია ვერტიკალურად არ მიდის ხოლმე.

კინოში – სიგარეტის ნამწვავი იოლად ალდება ბენზინთან შეხებისას.

რეალობაში – თეორიულად, შესაძლოა სიგარეტის შეხებისას ბენზინი აალდეს, თუმცა ამისთვის გარკვეული ტემპერატურაა საჭირო. სიგარეტი აალებისთვის საჭირო ტემპერატურას მოწევის პროცესში აღწევს, ნამწვის ტემპერატურა კი საჭიროზე დაბალია.

კინოში – მთავარი გმირის სიახლოვეს, რამდენიმე მეტრში ხდება აფეთქება და მას არაფერი მოსდის.

რეალობაში – ძლიერი აფეთქებით გამოწვეული ბიძგი გარშემო იწვევს ნგრევას. გარდა ამისა, აფეთქების სიმძლავრემ შესაძლოა ახლოს მდებარე ადამიანების შინაგანი ორგანოებიც დააზიანოს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები