კრისტის აუქციონზე ალბერტ აინშტაინის „წერილი ღმერთზე“ 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის ორგვერდიან ხელნაწერში რელიგიის კონცეფციაზეა საუბარი.
ნობელისტმა მეცნიერმა „წერილი ღმერთზე“ 74 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაწერა. აინშტაინს წერილში ფილოსოფოსის ერთ-ერთი ნამუშევარი აქვს განხილული.
წერილი 1954 წელს არის დაწერილი და მისი ადრესატი გერმანელი ფილოსოფოსი, ერიკ გუტკინდია.
„სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერს ნიშნავს, გარდა ადამიანის სისუსტისა. ბიბლია საპატიო, თუმცა მაინც პრიმიტიული ლეგენდების კოლექციაა“, – ვკითხულობთ ალბერტ აინშტაინის წერილში.
კრისტის აუქციონის სახლის ცნობით, ორგვერდიანი დოკუმენტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებული დებატების საუკეთესო მაგალითია.
ასევე იხილეთ:
ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი და უცნობი დეტალები