კანადელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ძილთან დაკავშირებული კვლევის შუალედური მონაცემები. კვლევა ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. კვლევის შედეგების მიხედვით, ტვინისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათი იძინოს. ამასთან მეცნიერები ამბობენ, რომ ბევრი ძილიც თავის ტვინს აზიანებს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Sleep-შია გამოქვეყნებული.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
კვლევაში სულ 40 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ, მათი თავის ტვინი საუკეთესოდ მუშაობდა. გაირკვა, რომ ძილის ნაკლებობა ან მისი მომეტებული ხანგრძლივობა არღვევდა თავის ტვინის იმ ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ვერბალურ მეტყველებასთან და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებასთან.
გენეტიკოსები თვლიან, რომ ძილის ხანგრძლივობა გენებითაც განისაზღვრება. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ძილის ხარისხზე მძინარე ადამიანის ფორმაც მოქმედებს.
წყარო: imedinews.ge