ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე მოხელეს, შეცდომით ხელფასის 100-ჯერ მეტი ოდენობა ჩაერიცხა. შეცდომა კი ციფრებში არასწორად დასმული მძიმის გამო მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ავსტრალიელ მოხელეს ყოველთვიური ხელფასის სახით 4,926.76 ავსტრალიური დოლარი უნდა მიეღო, თუმცა შეცდომის გამო 492,176 ავსტრალიური დოლარი ჩაერიცხა, რაც 360,700 აშშ დოლარს უდრის. დაშვებული შეცდომა რეგიონის გენერალურმა აუდიტორმა აღმოაჩინა და ეს ადამიანურ შეცდომად შეაფასა.
როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, მოხელემ ფული უკან დააბრუნა.