10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

საინტერესო ფაქტები

როგორი უნდა იყოს კარგი საკონცერტო დარბაზი? გამორჩეული არქიტექტურისა და კარგი აკუსტიკის გარდა, შენობა ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს გარემომცველ ლანდშაფტს. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი საკონცერტო დარბაზები დაკისრებულ ამოცანას თავს იდეალურად ართმევენ.

   გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. სიდნეის ოპერის თეატრი – სიდნეის ოპერის თეატრი მე-20 საუკუნის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრია. შენობაში მრავალი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია განლაგებული. აქ ასევე იხილავთ ხმის ჩამწერ სტუდიასაც. სიდნეის ოპერის თეატრში წელიწადში 1000-ზე მეტი ღონისძიება იმართება.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

2. სლეინის ციხე-სიმაგრე – სლეინის ციხე-სიმაგრე ირლანდიაში მდებარეობს და მე-18 საუკუნიდან კონინგჰემების საგვარეულოს საკუთრებაა. მისი შემოგარენი კონცერტებს 1981 წლიდან მასპინძლობს. ჟანრები სულაც არაა შეზღუდული. აქ სხვადასხვა დროს მადონა, „როლინგ სთოუნზი“, „ქუინი“ და ემინემი გამოდიოდნენ. კონცერტებზე დასწრების პარალელურად, მსურველებს ციხე-სიმაგრის დათვალიერებაც შეუძლიათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარი დარბაზის ისტორიული ჭერი, რომლისთვისაც თვალის მოწყვეტა საკმაოდ რთულია.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

3. გორჯის ამფითეატრი – აშინგტონის შტატში, ღია ცის ქვეშ განლაგებული გორჯის ამფითეატრი 27,500 ადამიანს იტევს. ვენიუდან მდინარე კოლუმბიაზე საოცარი ხედი იშლება. The Wall Street Journal-მა მას „მსოფლიოში ყველაზე თავბრუდამხვევი საკონცერტო ადგილიც“ კი უწოდა.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

4. როიალ ალბერტ-ჰოლი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. ის 1871 წლის 28 მარტს გაიხსნა და ამჟამად წელიწადში 350 ღონისძიებას მასპინძლობს. აქ სხვადასხვა დროს დაუკრავთ “ბითლზს”, “პინკ ფლოიდს”, “ლედ ზეპელინსა” და “დეფეშ მოუდს”.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

5. ორანჟის რომაული თეატრი – სამხრეთ საფრანგეთში მდებარე უძველესი რომაული თეატრი საოპერო ფესტივალს ყოველ ზაფხულს მასპინძლობს. ამფითეატრი 10,000-მდე ადამიანს იტევს. ქვისგან საგულდაგულოდ გამოთლილი ორნამენტები და ნაგებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მუსიკის მოსასმენად არაჩვეულებრივ პირობებს ქმნის.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში6. ესპლანადე – თეატრი და საკონცერტო დარბაზი – სინგაპურში, მარინას ყურის სანაპიროზე მდებარე ესპლანადე საკონცერტო დარბაზსა და თეატრს აერთიანებს. თითოეული 2,000 ადამიანს იტევს. განსაკუთრებით ლამაზი სანახაობა სტუმრებს ღამით ელით, როდესაც ალუმინის ფასადი ნათდება.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

7. უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი – ეს დარბაზი დისნეის სამყაროსავით ჯადოსნურია. ლოს-ანჯელესში მდებარე შენობა მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

8. საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრი – ჩინეთში მდებარე ხელოვნების ეროვნულ ცენტრს ხშირად “უზარმაზარი კვერცხის” სახელით მოიხსენიებენ. ტბაზე მოტივტივე ტიტანის მასიური ნაგებობა მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. სამი დარბაზი ჯამურად 5,000 ადამიანს იტევს. რაც ყველაზე უცნაურია, შენობაში მოსახვედრად სტუმრებმა წყალქვეშა დერეფანი უნდა გაიარონ.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

9. გუანჯოუს ოპერის სახლი – ნაგებობის ასაშენებლად 12,000 ტონა ფოლადი გამოიყენეს. კომპლექსი 1,800 ადგილიან საკონცერტო დარბაზსა და 400 ადამიანის ტევადობის თეატრს აერთიანებს.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

10. რედ როკსის ამფითეატრი – როგორც წესი, ღია ცის ქვეშ შესრულებისას მუსიკის ორიგინალური ჟღერადობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. კოლორადოში მდებარე ამფითეატრის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. აქ საოცარი ხედის გარდა, კარგი აკუსტიკაც დაგხვდებათ. რედ როკსის ამფითეატრი უკვე 75 წელია, ყველაზე პოპულარულ მუსიკოსებს მასპინძლობს.

10 ყველაზე ლამაზი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში

წყარო: popmusic.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები