2018 წლის ივნისში, ACT Global-ის მიერ თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 56% სხვადასხვა სიხშირით სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტებით.
კვლევის თანახმად, სწრაფი კვების ობიექტების ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-24 წლის ახალგაზრდები არიან (88%), მაშინ როცა 65 წელს ზევით რესპოდენტთა შორის მხოლოდ 24% სტუმრობს ამ დაწესებულებებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები კაცებში მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ქალებში (შესაბამისად, 60% და 52%).
რესპოდენტთა უმეტესობა (57%) სწრაფი კვების ობიექტში ერთი ვიზიტისას, ერთ ადამიანზე, საშუალოდ 10 ლარამდე ხარჯავს. იმ ძირითად მიზეზებს შორის, რის გამოც რესპოდენტები სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს, სახელდება გემრიელი საჭმელი 52%, მომსახურების სისწრაფე 31% და მოსახერხებელი მდებარეობა 15%. აქვე, აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა მხოლოდ 8% სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს მომსახურების დაბალი ფასის გამო.
წყარო: imedinews.ge