მიუხედავად იმისა, რომ სია, რომელიც იმ ვარსკვლავებს აერთიანებს, რომლებიც სკოლიდან გააგდეს ან საკუთარი ნებით აღარ გაუგრძელებიათ სწავლა, ბევრი ჩვენი საყვარელ კუმირს აერთიანებს, როგორც ჩანს ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ ცხოვრება წარმატებულად წარემართათ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
1. ჯენიფერ ლოურენსი – ლოურენსმა ფორმალური განათლების მიღება 14 წლის ასაკში დაამთავრა, როცა საშუალო სკოლიდან წავიდა. მას ,ფაქტობრივად, ცოდნის დამადასტურებელი არცერთი საბუთი აქვს, თუმცა როგორც ამბობს, საკუთარ თავზე მუშაობა მან თვითგანათლებით შეძლო.
2. რაიან გოსლინგი – რაიანმა სკოლას თავი 17 წლის ასაკში დაანება, რათა დისნეის All-New Mickey Mouse Club-ში ეთამაშა.
3. ჰარი სთაილზი – ჰარიმ სკოლაში სწავლას მას შემდეგ დაანება თავი, რაც One Direction-ში აიყვანეს.
4. ჟიზელ ბიუნდჰენი – ჯიზელმა სკოლას თავი 14 წლილს ასაკში დაანება, რათა სამოდელო კარიერისთვის მიეხედა.
5. რიანა – რიანა სულ რაღაც 16 წლის იყო, როცა Def Jam-თან გააფორმა კონტრაქტი და სკოლას თავი დაანება.
6. ტომ კრუზი – მას სურდა მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და სკოლაში სწავლასაც შეეშვა, რათა სამსახიობო კარიერისთვის მიეხედა.
7. კამერონ დიასი – კამერონმა სკოლაში სწავლა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გადაწყვიტა მთელი დრო სამოდელო საქმიანობისთვის დაეთმო.
8. ნიკოლ კიდმანი – ნიკოლ კიდმანი 16 წლის ასაკში წამოვიდა ავსტრალიის სკოლიდან.
9. ჯიმ ქერი – ჯიმ ქერის სამსახიობო კარიერის გამო არ დაუნებებია სკოლისთვის თავი, მას ოჯახისთვის ფინანსური მხარდაჭერისთვის სწავლისთვის თავის დანებება მოუწია.
10. კიანუ რივზი – მან სკოლაში სწავლაზე ხელი იმიტომ აიღო, რომ ეს გარემო მისთვის ყოველთვის დამთრგუნველი იყო და ხშირი დაპირისპირებაც ჰქონდა სკოლის თანამშრომლებთან.
წყარო: okmagazine.ge