ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

კრედო ბანკის ვაკანსია თბილისში – განვადების ოფიცერი.

,,კრედო ბანკი“ ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ თბილისში არსებულ ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
  • კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
  • განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
  • მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • პროაქტიულობა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება – განვადების ოფიცერი ახალციხეში / განვადების ოფიცერი ახალქალაქში. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივნისი.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ქოლ -ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,, ლუბლიანას ქ. # 5

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • უპირატესობა მიენიჭებათ ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი.
  • სწრაფი რეაგირებისა და დროის მართვის უნარი.
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა.
  • კომუნიკაბელური და თავდაჯერებული.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • დაინტერესებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო, კვალიფიციური კომუნიკცია.
  • მომხმარებლსათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
  • კლინიკის მომსახურეობის პროდუქტების გაცნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26/06/2018.

სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდ VitrA-ს წარმომადგენლობა საქართველოში შპს “ბი ემ სი” შარმი აცხადებს ვაკანსიას თბილისში კონსულტანტ-ოპერატორის თანამდებობაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა B1 დონეზე, (როგორც მეტყველება, ასევე წერა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:

  • პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
  • კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზაცია და ეფექტური მომსახურება;
  • გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00
შაბათ-კვირა 11:00 – 18:00

დასვენების დღეს ირჩევთ თქვენი სურვილისამებრ ერთ დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: პირველი თვე სტაჟირება 300 ლარი; შემდგომ ფიქსირებული 600 + ბონუსები გაყიდვებიდან.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური
  • პრეზენტაბელური
  • მოტივირებული
  • შრომისმოყვარე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 05/07/2018.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები