სამუშაო კრეატიული სტუდენტებისთვის!

დასაქმება

გინდა სწავლის პარალელურად გქონდეს შენი შემოსავალი?

გახდი STUDINFO.GE-ის ჟურნალისტი!

საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს „STUDINFO.GE – სტუდენტური ამბების“ ჟურნალისტის ვაკანსიას სტუდენტებისთვის და ეძებს ახალგაზრდა, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

შეგიძლია დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ? შეგიძლია დაწერო სულ პატარა ამბავი საინტერესოდ? შეგიძლია კრეატიული ვიდეო-რგოლების გადაღება?

თუ დაინტერესდი და ფიქრობ, რომ ამ სამუშაოს კარგად შეასრულებ – გამოაგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე ორი სტატია ან ვიდეო-რგოლების ბმული, რომელიც გამოქვეყნდა შენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: studinfo.ge@aris.ge

სამუშაო დრო: თავისუფალი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი , 2023
(თარიღი განახლებულია)

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე სტატიების (ან ვიდეო-რგოლების ბმულების) გარეშე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები