ფსიქოლოგიური ამოცანა – აირჩიე ნივთი და აღმოაჩინე საკუთარი თავი

საინტერესო ფაქტები

ჩვენს გონში დაფარულია უამრავი საიდუმლო. კონკრეტული ქმედება და გარემო ამ საიდუმლოებებს ფარდას ხდის. ჩვენი დამოკიდებულებები საგნების მიმართ გვიჩვენებს, რა გვაწუხებს და რა არის ჩვენი საიდუმლო სურვილები. მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, რეალურად აისახება ჩვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ბევრი ნივთია მოცემული. რომელს დაადგით თვალი ერთი შეხედვით, რომელმა მიიქცია თქვენი ყურადღება? – ამ ნივთის დახმარებით გაიგებთ მეტს საკუთარი დაფარული სურვილების შესახებ.

რომელ ნივთზე გააკეთეთ არჩევანი?

თოჯინა – იგი წარმოადგენს თქვენ კავშირს ბავშვობასთან. თქვენ არ გსურთ გაზრდა და ცდილობთ გამოიყურებოდეთ იმაზე ახალგაზრდულად ვიდრე ხართ.

გატეხილი სკამი – თუ გატეხილი სკამი აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ რომ დაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ.

ცოცხი – აჩვენებს თქვენს სურვილს – გქონდეთ უფრო მჭიდრო და ინტიმური ურთიერთობა სიყვარულში.

ყუთები – თქვენ რაღაცას მალავთ.

საქანელა – მისი მთავარი ფუნქცია რხევაა, რაც სენსორულ თამაშებსა და სურვილებთან ასოცირდება. რაც თავის მხრივ რამით შეპყრობას, დამოკიდებულებას ნიშნავს.

კიბე – ასვლა გულისხმობს თქვენი მიზნების მიღწევას და ძალისხმევას. გატეხილი საფეხური არის ის დაბრკოლებები, რომელთა წინაშეც დგას თქვენი ოცნებები.

გისოსი – თქვენ მარტოსული ადამიანი ხართ, ეს ნიშანი შესაძლოა კავშირში იყოს თქვენს დეპრესიასთან.

გატეხილი სარკე – სარკე ასახავს თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გატეხილია, ეს შეიძლება იყოს შიდა ბრძოლის ნიშანი, რომელიც ცრემლებს გგვრით. შედეგად, თქვენ თავს ცუდად გრძნობს.

წიგნები – როგორც წესი, სიმბოლოა თქვენი ცოდნის. თუმცა ასეთ პირობებში იგი მიუთითებს სიცოცხლის აზრზე, რომელიც დაკარგული გაქვთ და ცდილობთ იპოვნოთ.

გახსნილი საღებავი – თავღია საღებავი ნიშნავს თქვენი ფიქრების ღიად გადმოცემის სურვილს.

დახურული საღებავი – ეს სიმბოლოა დაგროვილი აგრესიის, შფოთვისა და დაუცველობის, რომლის დამალვასაც ცდილობთ.

ჩაფხუტი – მუზარადი სიმბოლოა გამბედაობისა და მეომარი სულის.

საჭე – ასახავს ალიანსს გარემოსა და დაახლოებულ ადამიანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს წრეზე სიარულს, თქვენ მაინც არ გსურთ რამის ცვლილება.

ველოსიპედი – ის წარმოადგენს თქვენს შინაგან ბალანსს და სურვილს გაეცნოთ ახალ გარემოს, ახალ ფასეულობებს. ცვლილებების ძიებაში ხართ.

ვაშლების კალათა – გამოხატავს ღრმა ცოდნას, სიბრძნეს, პირადი მიზნების მიღწევას და ბედნიერებას.

ნიღბები – ეს მიუთითებს თქვენს ინტერესზე – გაინტერესებთ სხვების დამოკიდებულება, თქვენზე გავლენას ახდენს სხვების აზრები და შეხედულებები.

ჩაქუჩი – არის ძალადობის სიმბოლო და ძალაუფლოების მოპოვების სურვილი. ეს ძალადობა შეიძლება რაღაც გარემოზე იყოს ორიენტირებული ან შინაგან კონფლიქტზე მიანიშნებდეს.

გაზი – ეს ნივთი არის ზეწოლის სიმბოლო. არჩევანის წინაშე დგახართ და იძულებული ხართ გადაწყვეტილება მიიღოთ.

ძეხვეული – ჩვეულებრივ, ადამიანებს, რომლებიც ამაზე აკეთებენ არჩევანს, ჯანმრთელობის ფარული პრობლემები აქვთ.

ნახატი – ფერწერა გულისხმობს ფსიქიკურ სტაბილურობასა და გონების სიცხადეს.

ლურსმანი – წარმოადგენს ძალადობას როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა ადამიანებზე. ეს არის პრობლემური ემოციური მდგომარეობის ნიშანი და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები