ყველა პროფესიასა და ყველა საქმეს თავისი სირთულეები აქვს, თუმცა ეს სირთულეები მეტნაკლებად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა თუ ფსიქიკაზე. არსებობს პროფესიები, რომლებსაც მეტი ენერგია, მობილიზება და პასუხისმგებლობა სჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ჩვენ საკუთარ თავს აღარ ვგავართ. გთავაზობთ 8 პროფესიას, რომლებიც ადამიანის ფსიქიკას ანგრევს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
1. იურისტი – ამ პროფესიას, როგორც წესი, ძალიან ეჭვიანი და სკრუპულოზური ადამიანები ირჩევენ. დროთა განმავლობაში ეს თვისება შესაძლოა, ისეთ აბსურდამდეც მივიდეს, რომ „ნორმალური“ ადამიანებისგან დისტანცირებაც გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ იურისტები პირად ურთიერთობებში რაღაც ხრიკის ძიებას იწყებენ. და ბოლოს, ჰიპერინფორმაციულობამ შესაძლოა იურისტი მოღუშულ „ბოტანიკოსობამდე“ მიიყვანოს.
2. ბუღალტერი – ერთი ხუმრობის არ იყოს, “ბუღალტერი ეს დიაგნოზია”. და მართლაც, ამ პროფესიის ბევრი წარმომადგენელი იმდენად შედის როლში, რომ ციფრების სიყვარული პირად ცხოვრებაშიც გადააქვს. ისინი ყველაფერს სწორად და გარკვევით აკეთებენ, ამიტომაც რამე ექსტრემალური ან ახალი მათში ეჭვს იწვევს. დროთა განმავლობაში ამ პროფესიის ბევრი წარმომადგენელი მოსაწყენ ბუზღუნა პიროვნებად ყალიბდება. ასე რომ არ მოხდეს, ბუღალტრები პერიოდულად უნდა მოსწყდნენ ქაღალდებს და დრო ადამიანებთან ურთიერთობებში გაატარონ.
3. ექიმი – მხედველობაში ის ექიმები გვყავს, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკაში მძიმე დაავადებებთან, ტანჯვასთან და სიკვდილთან შერკინება უწევთ. ექიმი პაციენტის გამო საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს. ზოგჯერ ექიმების გულგრილობა, ცინიზმი და ემოციური ჩაკეტილობა სტრესებისგან იძულებითი ფსიქოლოგიური დაცვაა. ფსიქოლოგები ამგვარ ადამიანებს ახლობლებისთვის გულის გადაშლას და საკუთარი შინაგანი პრობლემების გაზიარებას ურჩევენ. სამსახურებრივი სირთულეები სამუშაოზე უნდა დატოვოთ და მის გარეთ დამატებით სტრესს თავი უნდა აარიდოთ.
4. სამხედრო – სამხედროები მკაცრი დისციპლინის მიმდევრები არიან. ამის გამო ისინი ზოგჯერ ნამდვილ დიქტატორებად ყალიბდებიან და ოჯახის წევრების სმენაზე დაყენებას ცდილობენ. ფსიქოლოგების განმარტებით, დროთა განმავლობაში სამხედროს ფსიქიკა პროფესიულ დეფორმაციას განიცდის და მას პრაქტიკულად აღარაფერი შველის. ოფიცერი – ეს ცხოვრების წესია.
5. ჟურნალისტი – ჟურნალისტის პროფესიას, როგორც წესი, მორიდებული და ჩრდილში ყოფნის მოყვარული ადამიანები ირჩევენ („ამ საქმეში მთავარი რესპონდენტია და მე მხოლოდ ინტერვიუს ვიღებ“). ამას გარდა, ისინი ცნობისმოყვარეები არიან. რაღა თქმა უნდა, ჟურნალისტური პრაქტიკა ყველა ამ თვისებას ავითარებს, მაგრამ შედეგი ყოველთვის კარგი არ გამოდის. ადამიანი შესაძლოა ეგოცენტრიზმში გადავარდეს და უტაქტობა ღიად დააფიქსიროს. მას შეიძლება პათოლოგიური აზრი გაუჩნდეს, რომ საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს.
6. მასწავლებელი – ამ პროფესიის ადამიანები ხშირად ქედმაღლები არიან. მათ თვითშეფასების უნარი აქვთ გაძლიერებული, რომელიც არ არის პროფესიულ დონეზე მიბმული. ბავშვის ფონზე ადვილია საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა. ამიტომ მასწავლებლის თვითშეფასება ხშირად ავტორიტარიზმში გადაიზრდება ხოლმე, რაც ოჯახის წევრების მიმართაც ვლინდება.
7. ფსიქოლოგი – ფსიქოლოგის პროფესიის შესწავლის მსურველებს, პირველ რიგში, საკუთარ თავში გარკვევა სურთ და უკვე შემდეგ – მომავალი პაციენტების პრობლემებში. მუდმივად სხვათა გადახრების შემყურეს საკუთარი „ტარაკნებისთვის“ თავის დაღწევა უჭირთ. ამას გარდა, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგები ადვილად ხდებიან მანიპულატორები და უნამუსოდ იყენებენ გარემოცვას პირადი მიზნებისთვის.
8. გაყიდვების მენეჯერი – გაყიდო საქონელი, განსაკუთრებით არამოთხოვნადი – ეს მთელი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანს ამა თუ იმ დონეზე აიძულებს, იეშმაკოს, ითვალთმაქცოს და, უბრალოდ, მოიტყუოს. გამოცდილი გამყიდველები, როგორც წესი, ხელიდან წასული ცუღლუტები არიან. ამ პროფესიის კიდევ ერთი ნიშანი ზედმეტი ლაყბობა და არტისტიზმია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არაბუნებრივად გამოიყურება.
წყარო: funtime.ge