აბიტურიენტები თუ სტუდენტები კონკრეტულ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთებამდე სხვადასხვა კრიტერიუმს აქცევენ ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობაა – თუ რას სთავაზობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მათ ამ კუთხით.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში კერძო და სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა საზღვარგარეთ ჯამში 582 სტუდენტი გაუშვეს, ხოლო უცხოეთიდან სასწავლებლად ჯამში 10 074 სტუდენტი მიიღეს.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელმწფო სასწავლებლები საზღვარგარეთ კერძო სასწაცვლებლებზე მეტ სტუდენტს აგზავნიან. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში კი საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა დაახლოებით 2-ჯერ მეტი სტუდენტი გაუშვეს საზღვარგარეთ ვიდრე კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა – კერძომ გააგზავნა 192 სტუდენტი, სახელმწიფომ კი – 390.
განსხვავებულია საქართველოში უცხოეთიდან შემოსული სტუდენტების გადანაწილება კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთიდან შემოსული სტუდენტების რაოდენობა კერძო სასწავლებლებში ბევრად მეტია ვიდრე სახელმწიფო სასწავლებლებში – სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებელმა უცხოეთიდან მიიღო 3 650 სტუდენტი, კერძო სასწავლებლებმა კი – 6 424.