გავიხსენოთ: იდიომი არის ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს. მის მნიშვნელობა გადატანითია დ აკონტექსტიდან გამომდინარე იკითხება.
“თვალის გადავლება”, “ჭიას ახარებს”, “ენის მიტანა”, “ბედში ჩავარდა” და ა.შ. – ამ იდიომების პირდაპირ გაგების შემთხვევაში სრულიად სხვა რამეს მივიღებთ.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კოტე იანტბელიძემ სცადა ქართულ ენაში დამკვიდრებული იდიომები განსხვავებულად გამოეყენებინა. მან საინტერესო ილუსტრაციები შემოგვთავაზა. “დაინახე ქართული” – ასე ჰქვია ალბომს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. გთავაზობთ რამდენიმე ილუსტრაცის მისი ნამუშევრებიდან: