ფილმებს გემოვნების, ხასიათისა და ინტერესების შესაბამისად არჩავთ? გიფიქრიათ რომ კინო თქვენს კონკრეტულ მახასითებელზე მოგერგოთ, კერძოდ კი ნაკლოვანებაზე? ვთანხმდებით, რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს, მთავარია ამ ნაკლოვანებას ვიცნობდეთ, ვაცნობიერებდეთ და გამოსწორება შეგვეძლოს. თუმცა კიდევ ერთი რამ ყოფილა შესაძლებელი – საკუთარი ნაკლის შეყვარება. გთავაზობთ 5 ფილმს, რომლებიც საკუთარ ნაკლს ყველაზე მეტად შეგაყვარებთ.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
მსუბუქი ყოფაქცევა – განქორწინებული ამერიკელი – ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. ხანდახან კი რძლის ან სიძის მშობლებთან გაცნობა ნამდვილ კოშმარად იქცევა.
ზრდასრული სამყარო – ახალგაზრდა ემი ოცნებობს საკუთარი თავის რეალიზებაზე, როგორც პოეტი, მაგრამ ამისათვის მან უნდა გამოუშვას წიგნი. მის გამოქვეყნებას კი არავინ არ ჩქარობს. ამასთან ამისთვის საჭიროა ფული. ემიმ გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო.
ამელი – ამელი მორიდებული და მორცხვი გოგონაა. მისი ცხოვრების ძირითადი მიზანი მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაა, მაგრამ ვინ იზრუნებს მის ბედნიერებაზე?
კოკო შანელი – ლეგენდარული პიროვნების – დიზაინერ კოკო შანელის ეკრანიზირებული ბიოგრაფია. სიუჟეტი დიზაინერის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო მოდის დამფუძნებელი. და დიზაინერი, რომელმაც ქალებს მამაკაცის კოსტუმი და მოკლე, შავი პალტო მოარგო. და მას გაბრიელა შანელი ერქვა.
პატარა დიდი გოგონა – ქალი, რომელიც თინეიჯერობის ასაკშია ჩარჩენილი, საქმროს ატყუებს, რომ განმარტოება სჭირდება, ამ დროს კი მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის – ასეთი აღწერილობა აქვს ფილმს “Laggies”, რომელიც ლინ შელტონის ნამუშევარია და რომელშიც მთავარ როლს კირა ნაიტლი ასრულებს.
რა უნდა ვქნათ, როცა გაზრდა არ გვინდა? მეგანი უარს ამბობს მოზრდილის ცხოვრებაზე, რადგანაც მისი აზრით, ის მოსაწყენია. გულუბრყვილო და მეოცნებე გოგონა ვერ ხვდება რატომ უნდა ჩაანაცვლოს მეგობრებთან მხიარული დროის გატარება კარიერასა და ბავშვებზე საუბარით. ამიტომაც გადაწყვეტს, რომ გაიქცეს…