15 დეტალი ფილმებიდან – ის, რაც აქამდე არასდროს შეგიმჩნევიათ

საინტერესო ფაქტები

ხანდახან, ფილმს ვნახავთ თუ არა, მისი ხელმეორედ ჩართვის სურვილი გვიჩნდება. მსახიობების განუმეორებელი თამაშისა და შინაარსის გარდა, ამის მიზეზი, ხშირად,  ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალების აღმოჩენაცაა, რომლებიც რეჟისორებმა საკუთარ ნამუშევრებში საგულდაგულოდ დამალეს.

გთავაზობთ 15 ასეთ დეტალს, რომლის გამოც აუცილებლად მოგინდებათ არაერთხელ ნანახი ფილმების კიდევ ერთხელ გამეორება:

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. ფარგოში სტივ ბუშემის პერსონაჟი ამბობს, რომ საქმის მოსაგვარებლად 30 წუთი სჭირდება. ამ ფრაზიდან ფილმის დასრულებამდე კი სწორედ ნახევარი საათია დარჩენილი.

2. ადამიანი ობობა 2-ში პიტერ პარკერი შენობიდან გადახტომამდე აღნიშნავს, რომ მას “ძლიერი ფოკუსი” სჭირდება და სწორედ ფორდ ფოკუსს ეცემა, რომელიც არც კი ზიანდება.

3. ჯანგოში ჯემი ფოქსის პერსონაჟს უცნობი კაცი ეკითხება, თუ როგორ იმარცვლება მისი სახელი, პასუხის მიღების შემდეგ კი ის ამბობს – “ვიცი”. ეს მსახიობი ფრანკო ნეროა, რომელიც 1966 წეს გადაღებულ ჯანგოში მთავარ როლს ასრულებს.

4. ზოოტოპიაში ანიმატორები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ცხოველებისთვის ყურები ისეთივე სასმენი ორგანოა, როგორც ადამიანებისთვის.

5. მატრიცას ოპერატორებმა ვერაფრით უშველეს კარის სახელურში არეკლილ კამერას, ამიტომ მას შესანიღბად ქურთუკი შემოახვიეს, თუმცა დაკვირვებული თვალი მაინც ვერ მოტყუვდა.

6. ჰარი პოტერის შესავალი წლიდან წლამდე ბნელდება – ისევე როგორც ფილმები.

7. ანიმაციურ ფილმში მაღლა ქალაქის არქიტექტურა დროთა განმავლობაში იცვლება.

8. კერკერტ კაკალში ალან რიკმანის სახის გამომეტყველება სრულიად ბუნებრივია – გადამღებმა ჯგუფმა ის მოატყუა, რომ ხელს სამ თვლაზე კრავდნენ, სინამდვილეში კი პირველივე წამს “გადააგდეს”.

9. ფილმში გაქცევა შოუშენკიდან 20 წლის რედის ფოტოსურათისათვის მორგან ფრიმანის ვაჟი, ალფონსო გადაიღეს.

10. იქს ადამიანების დაწყებამდე “მეოცე საუკუნე” Fox-ის გამოსახულებაში X უფრო დიდხანს რჩება ეკრანზე, ვიდრე სხვა შემთხვევებში

11. ტიტანიკის ფინალურ სცენაში საათი 2:20-ს უჩვენებს – ეს სწორედ ის დროა, როდესაც გემი რეალურად ჩაიძირა.

12. გახსოვთ მღვდელი მებრძოლთა კლუბიდან? როგორც ჩანს, მოგვიანებით ის მოჩხუბრებს შეუერთდა

13. ფილმში სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ რამონა იხსენებს თავის ყოფილ შეყვარებულებს და მის ფონზე x-ები ისახება, სკოტის ფონზე კი გულები ჩანს. მას შემდეგ, რაც რამონა სკოტთან ერთად ყოფნას გადაწყვეტს, მის უკანაც გულები ჩნდება.

14. თარგმანში დაკარგულები და მოკალი ბილი 1  ერთსა და იმავე წელს, იაპონიაში გადაიღეს და ორივე მათგანში გამოჩნდა ეპიზოდური პერსონაჟი, ჩარლი ბრაუნი – ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც რეჟისორები კვენტინ ტარანტინო და სოფია კოპოლა ერთმანეთს ხვდებოდნენ.

15. ლეგოს ფილმში ემეტის ინსტრუქცია “როგორ ვიყოთ ბედნიერი” საინტერესო გაფრთხილებას შეიცავს:

წყარო: cinemania.adjara.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები