ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, რომელიც HR.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა, მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება: გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები), ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები). ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო ძალის მოთხოვნის ხვედრითი წილი პროფესიების მიხედვით შემდეგია:
- გაყიდვების სფეროს მუშაკები – 24.48%
- ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები – 14.36%
- ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები – 7.93% ადმინისტრაციული და
- კომერციული მენეჯერები – 6.52%
- ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები – 4.86%
- წარმოებისა და სპეციალური მომსახურებების მენეჯერები – 4.79%
- ინდივიდუალური მომსახურების მუშაკები – 4.32%
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროს მუშაკები – 4.19%
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები – 3.98%
წყარო: imedinews.ge