ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი კარიერის დასაწყისში თანხმდებოდა ისეთ, როლებს, რომლებსაც მოგვიანებით ნანობდა. წარმატების მიღწევისას კი მათი გახსენება არ უყვართ, რადგანაც ისინი არც გულშემატკივრების სიყვარულით გამოირჩევა. წარმოგიდგენთ 10 მსახიობის იმ როლს, რომელთა დავიწყებაც ძალიან სურთ:
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბრედ პიტი – „ეშმაკის საკუთრება“ 1997 ბრედ პიტი კარიერაში მუდამ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ ეს ფილმი წარუმატებელი არჩევანი აღმოჩნდა. „ეს ფილმი არ იყო, ეს იყო კატასტროფა! ყველაზე უპასუხისმგებლო ნამუშევარი კინოში, რომელშიც კი მონაწილეობა მიმიღია.“-აღიარა მოგვიანებით პიტმა. საბედნიეროდ, მომავალში მისი წარუმატებელი ნაბიჯი სხვა ბევრმა როლმა დაჩრდილა.
ჯენიფერ ენისტონი – „ლეპრეკონი“ 1993, რეიჩელ გრინის როლის მიღებამდე, ენისტონმა საშინელებათა ფილმში ითამაშა. სურათის მიხედვით, ბოროტი გნომი ყველას კლავს, ვინც მის ოქროს შეეხება. ერთ-ერთ ინტერვიუში ენისტონმა ამ პროექტზე მსგავსი კომენტარი გააკეთა: „თავიდან ჩემი აყვანა არავის სურდა, ამიტომაც, ამ ფილმში მონაწილეობას დავთანხმდი. ახლა ვხვდები, რომ იამაყო ამით, დიდი სისულელეა.“
ჯორჯ კლუნი – „ბეტმენი და რობინი“ 1997, ეს ფილმი ბრიუს უეინის ისტორიაში დიდი ჩავარდნა აღმოჩნდა. ფილმი ვერც ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების მონაწილეობამ გადაარჩინა. განსაკუთრებით ამ პროექტს ჯორჯ კლუნი ნანობს: „საშინელი კოსტიუმი მეცვა. შემეძლო ბეტმენი კარგად წარმომეჩინა, მაგრამ მე ის ჰომოსექსუალად ვაქციე. ჩვენ ეს ფრენჩაიზი თითქმის მოვკალით. მაგრამ, ფილმმა ერთი რამ მასწავლა: არასდროს არ ჩაიცვათ რეზინის კოსტიუმი რეზინის მკერდით.“
ჯულია რობერტსი – “მისტიკური პიცა”, 1988 ამ გადაწყვეტილებამ ჯულიას კარიერა თითქმის დაღუპა. მიმტანის როლის გამო მსახიობმა დიდი კრიტიკა დაიმსაურა. თუმცა, მალევე ყველაფერი ფილმ „ლამაზმანით“ გამოასწორა.
ჰოლი ბერი – “ქალი-კატა” 2004, ამ ფილმის გადაღებებისას ჰოლის „ოსკარი“ უკვე მოპოვებული ჰქონდა. ეს როლი კი მსახიობის ყველაზე ცუდ როლად დაასახელეს. „კარიერის მწვერვალზე ვიყავი, „ქალმა-კატამ“ კი ისევ დაბლა დამცა“-იხსენებს ლამაზმანი.
ბენ აფლეკი – „თავქარიანი“ 2003 კიდევ ერთი სუპერგმირული ეკრანიზაცია, რომელმაც ამჯერად ბენ აფლეკი იმსხვერპლა. „ერთადერთი ფილმი, რომელიც საშინლად მახსენდება, „თავქარიანია“. მომწონს პერსონაჟი და სიუჟეტი, მაგრამ შედეგი სავალალო გამოვიდა.“ -განაცხადა ბენმა.
მარკ უოლბერგი – „ბუგი ნაითსი“ 1997 „ვიმედოვნებ, რომ ღმერთი კინოს დიდი გულშემატკივარია და ჩემს ამ არჩევანს მპატიობს“-გამოტყდა მარკი. ფილმში მსახიობი პორნოვარსკვლავს თამაშობს. მარკი ახლა ძალიან რელიგიურია და თამამი როლებისთვის პერიოდულად ბოდიშს იხდის.
ტომ ჰენქსი – „ბოროტი თამაში“ 1982 შეცდომა ლეგენდარულმა ტომმაც დაუშვა. 1982 წელს ის სტუდენტზე გადაღებულ ფილმს დათანხმდა, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდ მოგონებად დარჩა.
წყარო: okmagazine.ge