Google-ი ამერიკელ მომხმარებლებს სიტყვა “დეპრესიის” ჩაწერის შემდეგ, ტესტის გავლას შესთავაზებს. ეს Google-ს და ამერიკის ნაციონალური ფსიქიკური დაავადებების ცენტრიs NAMI-ს ერთობლივი პროექტია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მეთოდი, რომლითაც ადრეულ ეტაპზე დეპრესიის ნიშნების დადგენა იქნება შესაძლებელი, Google-ის მხოლოდ ამერიკელ მომხმარებლებზე იმუშავებს.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“დეპრესიის ტესტი, გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებმა დროულად მიმართონ ექიმს და არ იგრძნონ თავი დამნაშავედ”, – აღნიშნავს ორგანიზაცია NAMI-ს ექიმი.
ტესტის ბმული “ცოდნის პანელზე” განთავსდება, რომელიც ძებნის დროს ყველა ბმულზე ზევით ამოდის. უმეტეს შემთხვევაში “ცოდნის პანელზე” ვიკიპედიის მასალები ჩნდება.
წყარო: imedinews.ge