10 იმპროვიზაცია, რომლებიც კინოს ისტორიაში უცვლელი დარჩა

საინტერესო ფაქტები

რეჟისორები ფილმის გადაღებისას ყველა დეტალას განიხილავენ და ყველა წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევენ. ზოგჯერ გარემოებები, მსახიობების შეხედულებები და მოულოდნელი კადრები ცვლიან სიუჟეტს ან სცენას. მსახიობების ოსტატობით გაჯერებული იმპროვიზაცია კი სრულიად სხვა ელეფრს აძლევს ამა თუ იმ კადრს. გთავაზობთ 10 იმპროვიზაციას, რომლებიც კინოს ისტორიაში რეჟისორებმა უცვლელი დატოვეს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

From Dusk Till Dawn – როდესაც სელამა ჰაიეკი ჯორჯ კლუნს თავს დაესხა და ქუსლი ჩაარტყა გულ-მკერდში უთხრა, რომ ის თავის მონებს ქმნიდა, ჯორჯმა თქვა ფრაზა მოულოდნლად: “არა მადლობა! დაოჯახებული ვარ”.

The Godfather – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა, სადაც ვიტო კორლეონი განმარტავს მეგობრობის იდეას და კატას ეფერება სულაც არ იყო სცენის ნაწილი. მან კატა გადასაღებ მოედანზე მოულოდნელად დაინახა და უბრალოდ აიყვანა.

The Departed – ერთ-ერთი იმპროვიზაცია ჯეკ ნიკოლსონისგან. როდესაც მისი პერსონაჟისა და დიკაბრიოს საუბრისას სცენის გადაღება მიმდინარეობდა, მან ამოიღო იარაღი, ლეო შეშინებული იყო. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ უყვართ დიკაბრიო. მან მოახერხა საკუთარი ემოციის მართვითა და პროფესიონალიზმით კადრი არ გაეფუჭებინა, რითაც სცენა კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

Terminator 2: Judgment Day – არნლოდის გმირი არ იყო ზედმეტად მოლაპარაკე ამ ფილმში. ერთ-ერთი სცენის დროს წარმოთქმული სიტყვები კი სრულიად იმპროვიზირებული იყო – ,,მე მჭირდება შვებულება”.

Léon: The Professional – გარი ოლდმენი ასევე გიჟდება იმპროვიზაციაზე. ლეონის გადაღებისას მატილდას მამასთან მისი საუბარი იყო სრული ექსპრომტი და მიზნად ისახავდა ოპონენტის ნერვიულობას. ბეთჰოვენის ამბავიც ადგილზე მოიფიქრა.

Pirates of the Caribbean – ჯონი დეპი კარგად მუშაობდა მისი გმირის იმიჯზე და ექსპერიმენტებსაც არ ერიდებოდა. მისი მოულოდნელი სიტყვები იყო: “ახლა მომიყვანე ეს ჰორიზონტი” და “შენ ხარ საჭურისი?”.

Pretty Woman – ამ ფილმიდან კადრი, სადაც რიჩარდი ჯულიას ყელსაბამს აძლევს და  ის ყუთს მოულოდნელა ხურავს სცენარის მიხედვით გათვალლისწინებული არ იყო. თუმცა იმდენად ბუნბრივი და ლამაზი კადრი გამოვიდა რომ რეჟისორმა ფილმიდან არ ამოჭრა.

Roman Holiday – ამ ფილმში არის სცენა, სადაც ჯო ბრედლი ამბობს, რომ ,,ჭეშმარიტების პირმა” ხელი მოაჭამა. ეს იყო გრიგორი პეკის მხრიდან სუფთა იმპროვიზაცია, რასაც ოდრი ჰეპბერნის გულწრფელი და ავთენტური რეაქცია მოჰყვა.

The Shining – “ჯონი აქაა!” – ამბობს ნიკოლსონი ერთ-ერთ სცენაში, თუმცა ეს არ იყო დადგმული, მან ეს სიტყვები ერთ-ერთი შოუს წამყვანს ,,ესესხა”.

Good Will Hunting – რობინ უილიამსი იმპროვიზაციის მეფე იყო. მან მეთ დეიმონს ამ ფილმში მოუყვა საკუთარი მეუღლის ამბავს, რომლეზეც მთელი გადამღები ჯგუფი იცინოდა. ეს კადრი ფილმიდან არ ამოუღიათ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები