ამბობენ, რომ ფილმების გადაღების პროცესი ხშირად მსახიობებს შორის მგზნებარე ურთიერთობების დაწყებას უწყობს ხელს. რამდენად გულწრფელი და ხანგრძლივია ეს ურთიერთობა სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ გულშემატკივრების გულებს ვარსკვლავების ერთად ყოფნა ახარებს. გთავაზობთ 10 ჰოლივუდის ვარსკვლავურ წყვილს, რომელთა სიყვარულიც გადასაღები მოედნიდან დაიწყო.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ჯასტინ თეროქსი და ჯენიფერ ანისტონი – მათი ურთიერთობა ფილმ Wanderlust-ის გადაღებით დაიწყო და 7-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობით დასრულდა. ისინი იშვიათად საუბრობენ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე, რათა გაუფრთხილდნენ ურთიერთობას.
ტომ ჰარდი და შარლოტ რილი – მათ ერთმანეთი Wuthering Heights-ის გადაღებების დროს გაიცნეს, ურთიერთობა კი ერთი წლის შემდეგ განავითარეს, ქორწილი 4 წლის შემდეგ ჰქონდათ. ახლა ისინი ბედნიერი მშობლები არიან.
ბენედიქტ ქამბერბეჩი და სოფი ჰანტერი – Burlesque Fairytales-ის გადასაღებ მოედანზე ,,შერლოკმა” საბედო იპოვნა. თავიდან ყველაფერი კარგი მეგობრობით დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა.
მაიკლ ფესბბენდერი და ალისია ვიკანდერი – ამ წყვილის მგზნებარე ურთიერთობა The Light Between Oceans-ის გადაღებებისას განვითარდა. ამ ფილმშიც მოსიყვარულე წყვილის როლს ასრულებდნენ. ისინი ცოტა ხნით დაშორებულები იყვნენ, თუმცა შერიგდნენ. გულშემატკირები კი აკვირდებიან მათ სიყვარულს, როგორი დასასრული ექნება.
ენდრიუ გარფილდი და ემა სტოუნი – მათი ურთიერთობა 2010 წლის შემდეგ მიმდინარეობს, როდესაც ფილმში The Amazing Spider-Man – ერთად ითამაშეს, თუმცა 2015 წელს მათ განაცხადეს, რომ ისინი დაშორდნენ.
კრის პრატი და ანა ფარისი – მიუხედავად იმისა, რომ ფილმის Take Me Home Tonight-ის გადაღებისას, რომელშიც ორივე მსახიობმა ითამაშა, მარცხი იყო, სიყვარული, რომელიც მათ შორის გაჩნდა, ძალიან სტაბილური აღმოჩნდა. ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ და ახლა ოთხი წლის შვილი ჯეკი ჰყავთ.
ბენჯამინ მილიპიდი და ნატალი პორტმანი – ,,შავი გედის” ქორეოგრაფი ნატალის მეუღლე გახდა. მოკლე დროში ისინი შეუღლდნენ და 2 პატარაც ჰყავთ.
პოლ ბეტანი და ჯენიფერ კონელი – წყვილი ერთად მუშაობდა ფილმზე A Beautiful Mind, თუმცა მათი ურთიერთობა არ დაწყებულა გადასაღებ მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მარტო იყო. დღეს ისინი ჰოლივუდის ძლიერ წყვილად ითვლებიან.
გუილიამ ქენეტი და მერიონ კოტიარი – Love Me If You Dare იყო წყვილის საბედისწერო ფილმი, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა. ისინი დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.
ფრედი პრინსი და სარა მიშელ გელარი – მათ რამდენიმე ფილმში ითამაშეს ერთად და 15 წლის ცოლ-ქმარი არიან. ფაქტია, იციან ბედნიერი ქორწინების საიდუმლო.