სოციალური ქსელები დღეს კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება. მისი მრავალმხირივი ფუნქცია კიდევ უფრო ზრდის მის მომხმარებელს. ფოტოები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მიზნით ათავსებთ თქვენ შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციას ატარებს. რას ამბობენ თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ?
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“სელფი” სარკეში, ლიფტში, ფიტნეს დარბაზში და ა.შ. – ეს არის საკუთარი თვითმყოფადობის აფიშირება სხვებისთვის საკუთარი უპირატესობების დამტკიცების მიზნით, რაც ნარცისიზმისკენ მიდრეკილებას გულისხმობს.
სექსუალური სელფი – იხვის მსგავსი სახე და ხაზგასმა სხეულის მრგვალ ფორმებზე ამბობს, რომ თქვენ ხართ სრულიად თავისუფალი, მზად ყოველგვარი ექსპერიმენტისთვის. ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აჩვენოთ მსოფლიოს თავი უფრო სანდომიანად და მიმზიდველად. ეს არის გზა საკუთარი თავის გაყიდვისა.
წყვილების ფოტო – ეს ყველაზე მარტივი გასაგებია – თქვენ არ ხართ მარტო და ცდილობთ ამის დემონსტრირებას. გინდათ სხვამაც გაიგოს, რომ უყვარხართ, გაფასბენ და სჭირდებით.
ჯგუფური ფორტო – ასეთ დროს ეუბნებით მსოფლიოს, რომ მარტო არ ხართ და მეგობრების წრეში საკმაოდ მხიარულად გამოიყურებით, თუმცა ეს შეიძლება მალავდეს თქვენს შინაგან მარტოსულობას.
ფოტოები შვილებთან ერთად – ეს ორი რამის მანიშნებელია, პირველი, თქვენ ზდასრული ადამიანი ხართ ბევრი მოვალეობითა და პასუხისმგებლობით. მეორე, თქვენ ხართ მშობელი და თქვენი ცხოვრება შემოიფარგლება ამ “პროფესიით”. ასეთი ფოტოებით ამობთ, რომ ამაყობთ თქვენი ცხოვრების ამ წარმატებული ნაწილით.
ფოტოები ცხოველბთან ერთად – თუ ასეთ ფოტოებს მამაკაცი ათავსებს, ის ძირითადად უპირატესობას ძლიერ ცხოვებთან ერთად გადაღებულ სურათებს ანიჭებს. ეს კი იმის მანიშნებელია რომ მას სასკუთარ მამაკაცურ სიძლიერეზე უნდა ხაზის გასმა, რეალურად კი, დიდი ალბათობით, იგი სუსტი პიროვნებაა. რაც შეეხება მანდილოსნის ასეთ ფოტოებს, ისინი უპირატესობას საყვარელ, პატარა და თბილ ცხოველებს ანიჭებენ, რაც ხაზს უსვამს მათ საათნოობას, ჰუმანბურობას და ა.შ.
გლამურული ფოტო – ასეთი ფოტოების სიჭარბე მიუთითებს ნარცისიზმზე, თქვენ სიამოვნებას ღებულობთ სხვების შფასების კითხვით, რაც ემოციურ გავლენას ახდნს თქვენზე – ეს კარგი არაა.
ფოტოები გრანდიოზული უკანა ფონით – გვეუბნება, რომ მოგზაურობთ, გაქვთ ბევრი ფული და წარმატებული კარიერა, რითაც ხაზს უსვამთ, რომ გაქვთ დიდებული ცხოვრება.
ექსტრემალური ფოტოები – რას ამბობენ თქვენზე? – გიყვართ სპორტი, ადრენალინი, ექსტრემი. ხასიათდებით – სიძლიერით, საიმედოობითა და გამძლეობით.
ფოტოზე ასახული მხოლოდ ობიექტები, მთლიანის რაღაც ნაწილები, სქემები და ა.შ. – ასეთ ფოტოებს ისეთი ადამიანები იღებენ, ვისაც სურს რომ არ იყო სტანდარტული. მსგავსი ტიპის ადამიანები საუბრობენ ბუნების კრეატიულობაასა და ესთეტიურობაზე.
ფოტო ოფისიდან – ეს იმის მანიშნებელია რომ სოციალურად აქტიური პიროვნება ხართ – საჭირო სხვებისთვის და საქმისთვის.
წყარო: adme.ru