ხშირად ერთი ნიუანსი მთლიანად ცვლის რეალობას, ისტორიასა და შეხედულებებს, შეცდომები კი ცვლის მოვლენის არსს. გთავაზობთ 9 ისტორიულ მითს, რომელთა შესახებ სიმართლე დროა რომ იცოდეთ. ეს მითები გაკვეთილებზე, ისტორიიდან თუ ფილმებიდან გექნებათ მოსმენილი. რეალობა კი სრულიად შეცვლის თქვენს ცნობიერებას.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მითია – ტომას ედისონმა გამოიგონა ელექტრონათურა.
რეალობაა – მან გამოიგონა მეთოდი, თუ როგორ შეენარჩუნებინა ხანგრძლივად სინათლე ნათურაში.
მითია – აინშტაინს სკოლაში სწავლა უჭირდა.
რეალობა – აინშტაინს სასკოლო ასაკთან შედარებით იმდენად განვითარებული გონება ჰქონდა რომ სწავლა უაზრობად მიაჩნდა.
მითია – ისააკ ნიუტონმა გრავიტაციის ძალა ვაშლის თავზე დაცემის შემდეგ აღმოაჩინა.
რეალობაა – ვაშლი ნიუტონის გვერდით, მიწაზე დავარდა, რაც ნიუტონის შთაგონების წყარო გახდა.
მითია – სალიერი ეჭვიანობდა მოცარტზე.
რეალობაა – სალიერი იყო დირიჟორი და კომპოზიტორი, რომელიც ბევრად უფრო წარმატებული იყო ვიდრე მოცარტი, ამიტომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა.
მითა – კლეოპატრა იყო ეგვიპტელი.
რეალობაა – კლეოპატრას ბერძენი წინაპრები ჰყავდა.
მითია – ვოლტ დისნეიმ დახატა/შექმნა პირველი მიკი მაუსი.
რეალობაა – კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟი პირველად კომპანიის მთავარმა ანიმატორმა, იუბ აივერქსიმ 1928 წელს დახატა, ისევე, როგორც მინი მაუსი.
მითა – პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ.
რეალობაა – მაგელანი მოგზაურიბის დასრულებამდე გარდაიცვალა დ ამან მხოლოდ ნახევარი სფეროს მოვლა შეძლო.
მითია – ვინსეტ ვან გოგმა მოიჭრა ყური.
რეალობაა – მას მხოლოდ ყურის ბიბილო ჰქონდა მოჭრილი და ისიც ჩხუბის დროს.
მითია – ნაპოლეონი იყო ძალიან პატარა.
რეალობაა – საფრანგეთის იმპერატორი 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი იყო.