ხშირად ჩვენ ვიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ფილმებიდან, თუმცა ამ ინფორმაციის ნაწილი არასწორია და შეცდომაში შევყავართ, რის გამოც შეიქმნა ბევრი მითი. Bright Side გვთავაზობს 10 ილუსტრირებულ მითს, რომლებიც ფილმებიდან გავრცელდა.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როდესაც ფილმებში ცურვის არმცოდნე ადამიანი წყალში იხრჩობა, ის ზედაპირზე იმდენად მაღლაა რომ მისი შველა ადვილია. არა და რეალურად, ასეთ შემთხვევაში იგი შეუმჩნეველი უნდა იყოს.
ფილმებში ქლოროფორმის გამოყენებით მსხვერპლს წამებში აძინებენ, რეალურად მის მოქმედებას მინიმუმ 5 წუთი სჭირდება.
ხშირად ახერხებენ გაჩერებული გულის ამუშავებას დეფიბრილატორით, თუმცა უკვე გაჩერებული გულის ამუშავება შეუძლებელია ამ ან სხვა ხელსაწყოს დახმარებით.
ფილმებში ერთდროულად 2 იარაღით სროლა ძალიან ეფექტურია, თუმცა ერთდროულად 2 სამიზნის ამოღება თითქმის შეუძლებელი.
კოსმოსში გადაღებული ფილმებში მფრინავი ხომალდები ხშირად ხდებიან ასტეროიდების მსხვერპლნი. სინამდვილეში მათ შორის საკმაოდ დიდი მანძილია და, შესაბამისად, შეჯახების არიდება შესაძლებელია.
პარაშუტით ხტომისას საუბრები არაერთ ფილმში გინახავთ, თუმცა რეალურად შეუძლებელია საუბარი ვარდნის სიჩქარიდან გამომდინარე.
პოლიციელებს დამნაშავის ადგილის დასადგენად სატელეფონო საუბრისას მაქსიმუმ 30 წუთი სჭირდებათ, რეალურად ამის გამორკვევა მინიმუმ ერთ სათშია შესაძლბელი.
ყუმბარის ამგვარი გააქტიურება ხშირია ფილმებში, თუმცა რეალურად ასეთი მოქმედება შესაძლოა კბილების დაკარგვით დამთავრდეს.
ერთი შეხედვით, იარაღის დახმარებით საკეტის გახსნა მარტივი და ეფექტური ხერხია, თუმცა როცა ბოქლომი რკინისაა პატარა ტყვიით მისი გაღება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში ბოქლომი მას აისხლიტავს.
მითა – ყველა მაყუჩიანი იარაღი უხმო და შეუმჩნეველია
რეალობაა – მაყუჩი ახშობს ხმას, მაგრამ იმდენად არა რომ ვერ შეამჩნიონ ან ახლო მდებარე ნივთების ცვლილება არ გამოიწვიოს