პროფესიონალ მსახიობებს შეუძლიათ სცენის შესაბამისად საოცარი ტრანსფორმაცია. ისინი თამაშობენ ფსიკურად აშლილი მკვლელების, სასოწარკვეთილი დიასახლისები, სუპერგმირების და სხვა როლებს. მაგრამ ყველაზე უცნაურად თავს მაშინ გრძნობენ, როდესაც სექსის მომენტის თამაში უწევთ. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს მომენტები სასაცილო და უხერხული უფროა ვიდრე სექსუალური. გთავაზობთ 10 მსახიობის შეფასებას, თუ როგორ გრძნობენ თავს სექსის სცენების თამაშისას.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
No Strings Attached – მსახიობები: ნატალი პორტმანი, ეშტონ კატჩერი
,,ასეთი სცენების გადაღება ყოველთვის დაკავშირებულია უხერხულობასთან და სვამ კითხვებს – ყველაფერი კარგადაა? ხომ ყველაფერი რიგზეა? მერე თავს შთააგონებ, რომ ითამაშე ისე ვითომ არაფერი ხდება და მომხდარა. ამის შემდეგ ხვდები, რეალურად რამდენად კარგი მსახიობი ხარ”, – ეშტონ კატჩერი.
Love & Other Drugs – მსახიობები: ჯეკ ჯილენჰოლი, ენ ჰეტევეი
,,ვფიქრობდი, ყველაფერი კარგადაა, შემიძლია თავის კონტროლი და ყველაფრის სწორად გაკეთბა. მაგრამ ბოლო წუთს ხვდები, რომ ტანსაცმელი კადრს მიიღმაა, მთელი სხეული გიჩანს მაკიაჟის გარეშე და ეს კეთდება ფილმის 20 წუთიანი კადრისთვის. მერე, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამასაც ჩვეულებრივად, უბრალოდ იღებ და მეძლევა გამბედაობა ვთქვა, კარგი, მშვენიერია”,- ენ ჰეტევეი.
Crank: High Voltage – მსახიობები: ჯეისონ სტეტჰემი, ემი სმარტი
,,გაითამაშო აგრესიული სექსის სცენა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილას, სადაც გადასაღებ ჯგუფთან ერთად თავმოყრილია შენი თაყვანისმცემლები, რომლებსაც მომარჯვებული აქვთ კამერები შენი ასოს გადასაღებად”,- ჯეისონ სტეტჰემი.
Gone Girl – მსახიობები: როუზამანდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი
,,შენ ხარ მარტო იმ კაცთან ერთად, რომელიც არ არის შენი ქმარი. მასთან გაქვს ,,მშრალი სექსი”, საცვლებით, რეალური კონტაქტის გარეშე”,- როუზამანდ პაიკ.
Passengers – მსახიობები: ჯენიფერ ლოურენსი, კრის პრატი
,,აუდიტორია უყურებს ეროტიკულ სცენებს და ფიქრობს სექსის საზღვრებზე, მაგრამ სინამდვილეში, მსახიობებმა ვიცით, რომ არაფერი არის უფრო უხერხულ და მოუხერხებელი, ვიდრე ეროტიკულ ფილმში თამაში. სხვათა შორის, კრის არის ნამდვილი ჯენტლმენი. იგი ცდილობდა ყველაფერი ექნა კომფორტული და მშვიდი გარემოს შესაქმნელას. ეს არ იყო მისი პირველი სექსის სცენა და სანამ გადაღებები დაიწყებოდა დამპატიჟა ჭიქა ღვინოზე. მე დავთანხმდი”,- ჯენიფერ ლოურენსი.
Blue Valentine – მსახიობები: რაიან გოსლინგი, მიშელ უილიამსი
,,თავდაპირველად ჩვენი დაწყებული ურთიერთობის გადაღება იყო მხიარული და ცოცხალი, მერე როცა გადავიღეთ სექსის სცენა, ეს იყო ტოქსიკური. ამის შემდეგ ჩვენ როგორც რაიანმა და მიშელმა გავწყვიტეთ ურთიერთობა. ეს სცენა ყოველთვის დარჩება მეხსიერებაში. ამის შემდეგ ხშირად ვრჩებოდი მარტო ჩემ თავთან, დავდიოდი ავტომობილით ხანგრძლივად და მუსიკას ვუსმენდი ბოლო ხმაზე. ეს იყო ჩემი გაქცევა”, – მიშელ უილიამსი.
Black Swan – მსახიობები: ნატალი პორტმანი, მილა კუნისი
,,ძალიან რთულია სექსის სცენი გადაღება. არ აქსვ მნიშვნელობა მეწყვილე შენი მეგობარია, ქალი თუ კაცი, შენ გიყურებს ფილმზე მომუშავე 100-მდე ადამიან და განათება შენსკენაა მომართული. ეს არც ერთ შემთხვევაში კომფორტული არ არის”, – მილა კუნისი.
A Dangerous Method – მსახიობები: კირა ნაიტლი, ვიგო მორტენსენი, მაიკლ ფასბენდერი
,,წინაწარ გადავკარი რამდენიმე ჭიქა არაყი, შემდეგ რამდენიმე ჭიქა შამპანური. აღვნიშნავდი ისე თითქოს ასეთი ფაქტი არასდროს მოხდებოდა კიდევ”,- კირა ნაიტლი.
Chloe – მსახიობები: ლიამ ნისონი, ამანდა სეიფრედი
,,ეს იყო ძალიან უხერხული და ამ უხერხულობას ვერადროს წაშლით მეხსიერებიდან. თუმცა ასეთი უხერხულობა თან ახლავს რეალურ ცხოვრებასაც, როდესაც პირველად ხვდები ვინმეს. ეს არის უბრალოდ უცნაური”,- ამანდა სეიფრედი.
The Wolf of Wall Street – მსახიობები: ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი
,,როდესაც იღებ როლს და გსურს ეს როლი ზუსტ ხასიათში შეასრულო, ამას უბრალოდ აკეთებ. შენ არ შეგიძლია იფიქრო საკუთარ თავზე, რადგან ეს შენ არ ხარ, შენ განასახიერებ სხვას”,- ლეონარდო დიკაპრიო.
წყარიო: adme.ru