7 ქალი, რომლებმაც ქმრები დიდებულ პიროვნებებად აქციეს

საინტერესო ფაქტები

 

როგორც წესი, ყოველი ცნობილი მამაკაცის გვერდით არსებობს განსაკუთრებული ქალი, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. არავინ იცის, გენიალური მხატვრების, მუსიკოსების, რეჟისორებისა და მწერლების ბედი როგორ წარიმართებოდა, მათ გვერდით ბრძენი და მომთმენი ცოლები რომ არ ყოლოდათ. იხილეთ ქალები, რომლებიც თავიანთ ქმრებს დიდების მწვერვალზე ასვლაში დაეხმარნენ.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

მერსედეს ბარჩა პარდო გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი მეუღლე საცეკვაო მოედანზე გაიცნო. მაშინ გოგონა მხოლოდ 13 წლის იყო და მაშინვე ცოლობა შესთავაზა, გოგონა დათანხმდა. მერსედესი მის გვერდით იყო, როდესაც იგი რომანზე ,,მარტოობის ასი წელიწადი” მუშაობდა და მისი ქმრის გენიალურობაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. წელიწადნახევრის შემდეგ მარკესმა რომანის წერა დაასრულა, თუმცა მას იმის ფულიც კი არ ფქონდა რომ მასალა რედაქციაში გაეგზავნა. მაშინ მერსედესმა გაყიდა ფენი და მიქსერი. მალე რომანმა მათ უდიდესი ჰონორარი, მსოფლიო აღიარება და ნობელის პრემია მოუტანა.

1

იოკო ონო – მიუხედავად იმისა, რომ ბითლზების გულშემატივრები კვარტეტის დაშლას ხშირად მას აბრალებდნენ ფაქტია, რომ იოკომ ლენონს დახმარება გაუწია. მან მუსიკოსი ჯერ მისთვის უცნობ გარემოში მოახვედრა, სადაც ხელოვნების მრავალი მიმართულება არსებობდა: ავანგარდული ფერწერა, ლიტერატურა და სხვა. იოკოს დამსახურებით შეიქმნა ლენონის სოლო ალბომი, რომლის ერთ-ერთი სიმღერა Imagine ჰიპების ჰიმნად იქცა. ჯონ ლენონი ხშირად იმეორებდა, რომ ის და იოკო სულიერად განუყოფელნი იყვნენ და მასთან თავს ბედნიერად გრძნობდა.

2

ჯულიეტა მაზინა – რეჟისორ ფედერიკო ფელინისა და მსახიობ ჯულიეტა მაზინას ქორწინება 50 წელი და 1 დღე გაგრძელდა. მათ განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ – ფედერიკოს უყვარდა ფუფუნება და საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღება, ჯულიეტა კი ყოველთვის თავშეკავებული იყო და  მეუღლის ერთგულებას არასდროს ღალატობდა. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. თუ ჯულიანა ქმართან ერთად გადასაღებ მოედანზე არ იმყოფებოდა, ფედერიკო წონასწორობიდან გამოდიოდა და დიდი სკანდალი შეეძლო მოეწყო, იგი ცოლს ნებისმიერი წვრილმანის გამო ურეკავდა და რჩევებს ეკითხებოდა. მიუხედავად მაზინას კარიერის წარმოუდგენელი წარმატებისა, მან საკუთარი ცხოვრება თავის ქმარს მიუძღვნა.

3

სოფია ტოლსტაია – სოფია მისი მეუღლის  ლევ ტოლსტოის მფარველ ანგელოზად 48 წლის მანძილზე რჩებოდა. იგი თავისი მეუღლისთვის მდივანი, ძიძა, მენეჯერი, გამომცემელი, ხოლო მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამცველი იყო. იგი თავისი მეუღლის ყველა უცნაურობას მშვიდათ იტანდა და მას მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისგან იცავდა, რომლებიც მათი სახლის გარშემო მხოლოდ იმისთვის იკრიბებოდნენ, რომ ცოცხალი ლეგენდა ენახათ.

4

უნა ო’ნილი – ,,მან მოწიფულ ადამიანად მაქცია, ხოლო მე მას ახალგაზრდობას ვუნარჩუნებდი”,- ამბობდა უნა ო’ნილი ჩარლი ჩაპლინზე. 54 წლის ყველასთვის საყვარელი კომიკოსი და 17 წლის ახალგაზრდა მსახიობი ერთმანეთს ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, რომლის რეჟისორიც თავად ჩარლი ჩაპლინი იყო. მათი ქორწინება 34 წელი გრძელდებოდა და მას ხელი ვერც უნას მამამ — ამერიკელმა დრამატურგმა იუჯინ ო’ნილმა ვერ შეუშალა. უფროსი ჯერალდინა დღეს აღიარებული მსახიობია. ჩარლის გამო უნამ სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბედნიერი მეუღლე, დედა და გენიალური კომიკოსის ცხოვრების ერთად-ერთი მუზა გახდა.

5

კლემენტინა ჩერჩილი უკომპრომისო პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი თავისი მეუღლის კლემენტინას გვერდით მოსიყვარულე და სათნო ყმაწვილს ემსგავსებოდა. კლემენტინა მისთვის საიმედო მეგობარი და მთავარი თანამოაზრე იყო. იგი იმ ცოლების რიცხვს არ განეკუთვნებოდა, რომლებიც გენიალური ქმრების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მათ სიყვარულის საკუთარი ფორმულა შექმნეს. კლემენტინამ მოახერხა იმ საიდუმლოს აღმოჩენა, რომელიც 57 წლიანი ქორწინების გარანტი იყო ისე, რომ მეუღლეს არ მობეზრებოდა.

6

გალა ამ საქვეყნოდ ცნობილ ქალს ოდესღაც სრულიად მიწიერი სახელი ელენა დიაკონოვა ერქვა. ესპანელ მხატვარ სალვადორ დალიში მან პირველმა დაინახა გენიალურობის ჩანასახები. ხოლო დალი მასთან შეხვედრამდე სიგიჟის ზღვარზე იყო მისული. გალა გახდა მისი პირველი ქალი, მუზა, მოდელი, დედა, მდივანი და მენეჯერი. ქალმა საკუთარ თავზე აიღო მხატვარზე ზრუნვა. დალი მის გვერდით ყოფნისას ავადმყოფობისგან განიკურნა და საკუთარი თავის ირწმუნა. ამის შემდეგ გამოჩნდა მის ნახატებზე ხელმოწერა ,,გალა-სალვადორ დალი”. მხატვარი ყოველთვის იმეორებდა, რომ გალას დამსახურებით იგი ნამდვილი მხატვარი გახდა.

,,მე მიყვარს გალა უფრო ძლიერად, ვიდრე მამა, დედა, პიკასო. უფრო მეტადაც ვიდრე ფული, მადლობა შენ, გალა!”,- სალვადორ დალი.

7

წყარო: adme.ru

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები