ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი და საინტერესო გამონათქვამები

საინტერესო ფაქტები

 

მსოფლიოს ისტორიაში იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ისტორიას ცვლიდნენ და სისტემებს ქმნიდნენ. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათი ქმედებები იყო, არამედ მათი ,,სფიჩებიც”. მედიასთან თუ ხალხთან საუბრისას ხშირად ამბობდნენ ისეთ რამეს, რაც ადამიანებს აფიქრებდათ და მათადმი სხვადასხვა დამოკიდებულებას იწვევდა. გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსების საინტერესო და უცნობ გამონათქვამებს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

,,ნელა მივიწევ წინ, მაგრამ არასოდეს არ ვდგამ ნაბიჯს უკან” – აბრაამ ლინკოლნი.

,,სტატისტიკას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მის მიხედვით, ერთ მილიონერსა და ერთ ღატაკს – ერთად აღებულს, ცალ-ცალკე ნახევარი მილიონი აქვს” ფრანკლინ დელანო რუზველტი.

,,ფული და იარაღი ტვინსა და ნებისყოფას ვერ ჩაანაცვლებს” – დუაიტ ეიზენჰაუერი.

,,ერთადერთი, რისიც გვეშინია თავად შიშია” – ფრანკლინ დელანო რუზველტი.

,,კაცობრიობამ წერტილი უნდა დაუსვას ომს, თორემ ომი დაუსვამს კაცობრიობას წერტილს” – ჯონ კენედი.

,,მიუტევეთ თქვენს მტრებს, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ მათი სახელები” – ჯონ კენედი.

,,ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს, სხვასაც უტოვებს ამის შესაძლებლობას” – უინსტონ ჩერჩილი.

,,ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი – მხოლოდ სტატისტიკა” – იოსებ სტალინი.

,,სიბრმავეზე უარესი არდანახვის სურვილია” – ვლადიმერ ლენინი.

,,თუ გარეთ მგელი ყმუის, მას ჩემი სისხლი სწყურია. ჩვენ ყველა მგელი უნდა მოვკლათ” – იოსებ სტალინი.

,,როცა სხვები ფიქრობენ, რომ შენთვის ყველაფერი დამთავრებულია, სწორედ მაშინ უნდა დაიწყო აღმასვლა” – კონრად ადენაუერი.

,,არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გრძელია გზა, მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგას” – მაო ძედუნი.

,,ვისაც სიმართლის არ ეშინია, არც სიცრუის უნდა შეეშინდეს” – თომას ჯეფერსონი.

,,ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ სხვადასხვა ჰორიზონტი გვაქვს” – კონრად ადენაუერი.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები