როდის იწყება ზამთრის არდადეგები უნივერსიტეტებში – 2016-17 სასწავლო წლის განრიგი

აქტუალური

 

უმაღლესი სასწავლებლები ზამთრის არდადეგების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ბაკალავრიატის სტუდენტების დაინტერესების გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის არდადეგების დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 14 იანვრამდე გრძელება. საახალწლო დასვენება 1-ლ იანვარს დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება. 16 იანვრიდან 8 თებერვლამდე უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია, ზამთრის არდადეგები კი 22 თბერვლიდან 6 მარტამდე გაგრძელდება. გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები უნივერსიტეტში, სწორედ, 6 მარტიდან განახლდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საშობაო არდადეგები ილიაუნის აკადემიური კალენდარის მიხედვით, 26 დეკემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება საგამოცდო პერიოდს, კალენდარში ის 6 თბერვლიდან 25 თებერვლამდეა ჩანიშნული. ილიაუნიში გაზაფხულის სემესტრი 20 მარტს დაიწყება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, სასწავლო პროცესის ვადები დადგენილი არ არის და არდადეგები სავარაუდოდ 25 დეკემბრიდან დაიწყება.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე საახალწლო დასვენების დღეებია. რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის არდადეგები 27 თებერვლიდან 13 მარტამდე გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 20 მარტიდან განახლდება. უნივერსიტეტის მე-2-3-4 კურსის სტუდენტებს ზამთრის არდადეგები 6 თებერვლიდან 6 მარტი ჩათვლით ექნებათ, ახალი სემესტრი კი 13 მარტს დაეწყებათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის, აკადემიური კალენდრის მიხედვით, 20 თებერვლიდან 6 მარტამდე ზამთრის არდადეგების პერიოდია. სასწავლო პროცესი კი 13 მარტს განახლდება. რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტის დანარჩენი კურსის სტუდენტებს, მათ არდადეგები 30 იანვრიდან 27 თებერვლამდე ექნებათ. ახალი სემესტრი კი 6 მარტს დაიწყება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება. 9-დან 28 იანვრამდე  უნივერსიტეტში დასკვნითი გამოცდები ჩატარდება. გაზაფხულის სემესტრი კსუ-ის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე 27 თებერვალს განახლდება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 31 დეკემბერიდან 8 იანვარამდე საშობაო არდადეგებია, 11-იდან 26 თებერვლი კი ზამთრის არდადეგები.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო პერიოდი შეწყდება 31 დეკემბერს. 1 იანვრიდან დაიწყება საშობაო არდადეგები, რომელიც დასრულდება 8 იანვარს. საშობაო არდადეგების შემდეგ 2 კვირა ისევ გაგრძელდება სასწავლო პროცესი. 23 იანვრიად 26 თებერვლის ჩათვლით იქნება საგამოცდო სესია.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა 13 იანვრამდე გრძელდება. რაც შეეხება საშობაო არდადეგებს, სტუდენტები მხოლოდ 3 დღეს დაისვენებენ – 31 დეკემბერს, 1-ლ და 2 იანვარს. დასკვნითი გამოცდები 16 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო განმეორებითი გამოცდები 30 იანვრიდან 10 თებერვლი ჩათვლით. დასკვნითი გამოცდების ვადები საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მე-2 კურსის სტუდენტებისთვის ერთნაირია. ზამთრის დიდი დასვენება 27 იანვრიდან 13 თებერვლამდე გაგრძელდება, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის სალექციო საათები 13 თებერვალს განახლდება.

რაც შეეხება მაგისტრატურის პირველ კურსს, სასწვლო პროცესი 24 თებერვლამდე გრძელდება.
დასკვნითი გამოცდები 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება, განმეორებითი გამოცდები კი 13 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით. რაც შეეხემა არდადეგებს, 10 თებერვლიდან 27 თებერვლამდე გაგრძელდება. გაზაფხულის სემესტრი პირველკურსელი მაგისტრანტებისთვის დაიწყება 27 თებერვალს.

ქართულ უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  9 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება მოხდება. საახალწლო არდადეგები კი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება – პირველიდან 8 იანვარის ჩათვლით. 8 თებერვლიდან 19 თებერვლამდე სემესტრებს შორის არდადეგებია, 20 თებერვალს კი სააუდიტორიო მეცადინეოები აღდგება.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისა და  მაგისტრატურის მეორე სასწავლო წლის სტუდენტებისთვის აკადემიური კალენდარი ერთნაირია. სააუდიტორო მეცადინეობა 6 იანვარამდე ჩატარდება, თუმცა სტუდენტები 3 დღეს დაისვენებენ – 31 დეკემბერს, 1-ლ და 2 იანვარს. შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდები 9-დან 20 იანვრამდე ჩატარდება. ზამთრის არდადეგები კი 6 თებერვლიდან 3 მარტამდე იქნება. სააუდიტორიო მეცადინეობები კი 6 მარტს განახლდება. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ სტუდენტებს, პირველი სასწავლო წლის ბაკალავრიატის და პირველი სასწავლო წლის ყველა სახის მაგისტრატურის სტუდენტებს, განსხვავებული განრიგი აქვთ. მათთვის სააუდიტორო მეცადინეობა 3 თებერვალს დასრულდება, დასკვნითი გამოცდები კი 6-დან 17 თებერვალამდე გაგრძელდება. ზამთრის არდადეგები 17 თებერვალიდან 4 მარტამდე გაგრძელდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ბაკალავრის სტუდენტებისთვის 9 დეკემბერს დასრულდება, თუმცა ის სტუდენტები, რომლებიც პირველ კურსზე არიან შემოდგომის სემსტრს 23 დეკემბერს დაასრულებენ. დასკვნითი გამოცდები 19 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ჩატარდება. სტუდენტებისთვის საახალწლო-საშობაო დასვენება მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდება – 1-ლ, 2 და 7 იანვარს. IBSU-ში ზამთრის არდაგეგები 23-დან 27 იანვრამდე გაგრძელდება, პირველკურსელებისთვის კი 6-დან 10 თებერვლამდე.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 20 თებერვალს დამთავრდება. თუმცა საახალწლო-საშობაო არდადეგები ერთ კვირას გასტანს – 1-8 იანვარი. დასკვნით გამოცდებს უნივერსიტეტი 16 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ჩაატარებს. გაზაფხულის სემესტრის სალექციო საათები 20 თებერვლიდან აღდგება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტები შემოდგომის სემესტრს 31 დეკემბერს დაასრულებენ, ძირითად გამოცდებს კი 9-დან 28 ინვრის ჩათვლით ჩააბარებენ. შესაბამისად, საახალწლო არდადეგები 1 იანვრიდან 9 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო ზამთრის დიდი არდადეგები 14-დან 25 თებერვლამდე. რაც შეეხება მაგისტრანტებს, სააუდიტორიო მეცადინეობები 21 იანვარს დაუმთავრდებათ. 23 იანვრიადან 4 თბერველმდე ძირითად გამოცდებს ჩააბარებენ, საშობაო არდადეგები 2-დან 7 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება. ზამთრის არდადეგებს რაც შეეხება, მაგისტრანტები 20-დან 25 თებერვალის ჩათვლით დაისვენებენ. გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები ყველა სტუდენტისთვის 27 თებერვლას დაიწყება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლება 3 მარტამდე მიმდინარეობს, საშობაო-საახალწლო არდადეგები კი 26 დეკემბრიდან იწყება და 8 იანვრამდე გრძლდება. საგამოცდო პერიოდი 6-დან 24 მარტამდე გასტანს. გაზაფხულის სსემესტრში სწავლა 27 მარტს დაიწყება.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 20 იანვარს დაასრულებს. სტუდენტები საშობაოდ 26 დეკემბრიდან 6იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. დასკვნითი გამოცდების ჩაბარება კი 20 იანვრიადან 3 თებერვლის ჩათვლით მოუწევთ. ზამთრის არდადეგები 2 თემერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. თსაუ-ში სასწავლო პროცესი 6 მარტს განახლდება.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპაში) სასწავლო პროცესი და გამოცდები ყველა სტუდენტისთვის, გარდა ცალკეული, განსაკუთრებული შემთხვევებისა, 31 დეკემბერს დასრულდება. სტუდენტებისთვის ზამთრის არდადეგები 12 თებერვლამდე გაგრძლდება. შესაბამისად, 12 თებერვალს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები