ბევრი სტუდენტი ოცნებობს და გეგმავს სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა როგორც წესი იქ სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, ან მხოლოდ სიმბოლური თანხებია გადასახდელი.
ცნობილმა ინტერნეტპორტალმა adme.ru-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ საშუალოდ რა ღირს სწავლა წლიურად მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტებში საბაკალვრო პროგრამაზე:
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ – 46 704 დოლარი
ჰარვარდი, აშშ – 45 278 დოლარი
კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი – 29 927 დოლარი
ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი – 27 753 დოლარი
შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვეიცარია – 1 320 დოლარი
ტორონტოს უნივერსიტეტი, კანადა – 31 000 დოალრი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი – 5000 დოლარი
სორბონას უნივერსიტეტი, საფრანგეთი – 280 დოლარი. როგორც ცნობილია უნივერსიტეტში სწავლა უფასოა, სტუდენტები იხდიან მხოლოდ სარეგისტრაციო თანხას.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი – 27 000 დოლარი
მუნხენის უნივერსიტეტი, გერმანია – 124 დოლარი. უცხოელი სტუდენტებისთვის გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მიღება უფასოა.
კარლოვის უნივერსიტეტი, ჩეხეთი – 3 200 დოლარი
ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია – 1000 დოლარი
ბარსელონას უნივერსიტეტი, ესპანეთი – 1000 დოალრი
კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია – 1 620 დოლარი