11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის ფეისბუკმა სპეციალური აპლიკაციაც შექმნა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ პროფაილის სურათს დაურთოთ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჩარჩო, სადაც მოცემულია გოგონების დღის აღსანიშნი და მხარდასაჭრი ფრაზები.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ახალგაზრდა გოგოების საერთაშორისო დღე გაეროს მიერ 2012 წელს დაწესდა. ამ დღის მიზანია, საზოგადოებამ გამოხატოს თავისი მხარდაჭერა იმ გოგონებისადმი, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ კი მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ სათანადო განათლება და ჯანდაცვა, იძულებულნი არიან დაქორწინდნენ ადრეულ ასაკში და გახდნენ არასრულსწლოვანი დედები, არიან ძალადობის მსხვერპლნი და ა.შ.