ქართველმა ფიზიკოსმა გია დვალმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო მოიპოვა. ჰუმბოლტის პრემია, რომელიც წელს პირველად გაიცა, დვალს მიუნხენში შვიდ სხვა მეცნიერთან ერთად გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გია დვალი მოპოვებულ 3,5 მილიონ ევროს თავისი კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტების განსახორციელებლად გამოიყენებს, რომელიც პარალელური სამყაროს არსებობის დამტკიცებას გულისხმობს.
ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ. ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.
„ჰუმბოლტის ფონდი, საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია მეცნიერების წახალისებით, და დახმარებით. ის პირველად გაიცა და თანხა, რომელიც პრემიის სახით 8 მეცნიერმა მივიღეთ, სხვადასხვა კვლევეისა და ექსპერიმენტის განხორციელებას მოხმარდება. ჩვენ გავაგრძელებთ იმ კვლევებს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ეს არის ჰადრონული ამაჩქარებელი და ასევე კოსმოლოგია, მთელი სპექტრია, რითაც ჩვენ ვართ დაინტერესებული”,-აღნიშნავს გია დვალი.
წყარო: reportiori.ge