2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განახორციელებს ახალ პროექტს „შემოსე თანამოქალაქე”.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„შემოსე თანამოქალაქე” საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.
ლოკაციები:
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ახალი სპორტის სასახლე
- რუსთავის გზატკ. 247
- აწყურის ქ. და რკ. ხიდს შორის
- მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან
- აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ.
- გია გულუას ქუჩა
- გმირთა მოედანი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- სამების საკათედრო ტაძარი
2016 წლის 11 მაისს, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს – ააიპ “სტუდენტურ ერთიანობას, სს” ფრეგო”-ს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა- დავითიანნისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.