რა ჩავიცვათ გამოსაშვებ ცერემონიალზე

მოდა

გამოსაშვები ცეერემონიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ის არა მხოლოდ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოა, არამედ ის დროცაა, როდესაც ერთგავრი შეჯამება ხდება, 4 წლის განმავლობაში თქვენი ყველა მიღწევისა და დაუზარელი შრომისა. რა თქმა უნდა, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეთ. ამერიკული ტელევარსკვლავი და დიზაინერი, ლორენ კონრადი აძლევს რამდენიმე რჩევას სტუდენტებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან გამოშვების დღეს და თავს იმტვრევენ იმაზე თუ რა ჩაიცვან.

შეარჩიეთ ლამაზი,მაგრამ კონსერვატიული კაბა.
რა თქმა უნდა თქვენ გსურთ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ ფოტოებში მეგობრებთან ერთად ამ მნიშვნელოვან დღეს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ცერემონიას აგრეთვე ესწრებიან მშობლები და პროფესორები. იმის მაგივრად, რომ ჩაიცვათ ყველაზე მოკლე და წელზე მომდგარი კაბა, რომელიც თქვენს კარადაში მოიძებნება, ჩაიცვით უმკვლავებო და საგაზაფხულო.

SP16-1847D_JolietDress_Coral_F_1024x1024

ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი.

კომფორტულად გამოწყობა გამოშვების ცერემონიალისთვის აუცილებელია.თუ თქვენ არ გინდათ თქვენი არჩევანი სანდლებზე შეაჩეროთ, შეირჩიეთ ფეხსაცმელი ე.წ პლატფორმაზე, თქვენ იქნებით საზეიმოდ გამოწყობილი და თავსაც უფრო მყარად იგრძნობთ.არ დაგაივწყდეთ, რომ თქვენ გექნებათ მოსასხამი და ერთადერთი რასაც გარშემომყოფნი დაინახავენ თქვენი ფეხსაცმელი იქნება.

image1xxl

გაამზადეთ თქვენი სათვალე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ცერემონია ღია ცის ქვეშ გაიმართება თქვენი საყვარელი მზის სათვალე ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

image1xxl (2)

არ დაგავიწყდეთ აქსესუარები.
არ არის აუცილებელი თქვენი სამკაული იყოს ზედმეტად მარტივი და მოკრძალებული, მაგრამ გადაჭარბებაც არ ღირს. გააკეთეთ მხოლოდ ერთი აქცენტი. თუ თქვენ გადაწვიტეთ თვალშისაცემი კოლიეს გაკეთება, დაიმშვენეთ ხელები რამე კლასიკური და მარივი ბეჭდებითა თუ სამაჯურებით. უმჯობესია, გამორიცხოთ ყველაფერი, რაც ჯღარუნებს და უსიამოვნო ხმას გამოსცემს.

image1xxl (1)

გაიკეთეთ ბუნებრივი მაკიაჟი.
შეარჩიეთ ნაზი ტუჩსაცხის ფერი, გადაისვით ტუშის რამდენიმე ფენა და არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება.

Screen Shot 2016-05-04 at 18.01.05

რა თანხა უჯდება აბიტურიენტს ბანკეტის აღნიშვნა?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები